GD Banner
პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ჩვენ უნდა შევრიგდეთ, კი არ უნდა ვიბრძოლოთ, ამ ჭრილობას ვერც აფხაზები, ვერც ოსები და ვერც ქართველები ვეღარ გადავიტანთ, მშვიდობა და განვითარება უნდა იყოს შერიგების გზა

ჩვენი მიზანია, რომ რკინიგზაც გაიხსნას, მიმოსვლაც იყოს, ოღონდ ჯერ ქვეყანა უნდა გაერთიანდეს, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტს, რომელმაც თქვა, რომ აფხაზურ მედიაში საუბრობენ აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის გახსნის საკითხზე, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებაც ჩართულია.

„ქვეყნის გაერთიანების, ეროვნული ინტერესების, დაცვის, ეკონომიკური წინსვლის, ევროინტეგრაციაზე ზრუნვის და ამ ევროპული ოჯახის წევრობის კვალდაკვალ, ამ ყველაფერზე ერთად ზრუნვაა რთული და ამას ებრძვიან. ამის შემდეგ ჩვენ უნდა შევრიგდეთ, კი არ უნდა ვიბრძოლოთ. ამ ჭრილობას ვერც აფხაზები, ვერც ოსები და ვერც ქართველები ვეღარ გადავიტანთ. მშვიდობა და განვითარება უნდა იყოს შერიგების გზა. მერე რკინიგზაზეც ვილაპარაკებთ, იმ ხალხთან ერთად განვითარებაზეც ვილაპარაკებთ და ეს არის ჩვენი გზავნილი“, – განაცხადა მდინარაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,232 ნახვა