GD Banner
პოლიტიკა

თეონა აქუბარდია ევროინტეგრაციის შესახებ რეზოლუციაზე: დარწმუნებული ვარ იმაში, რომ საოკუპაციო ჯარების გაყვანის მოთხოვნა ყოველ ჯერზე უნდა დავაყენოთ

დარწმუნებული ვარ იმაში, რომ საოკუპაციო ჯარების გაყვანის მოთხოვნა ყოველ ჯერზე უნდა დავაყენოთ, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროინტეგრაციის შესახებ რეზოლუციასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

„ამას ერთი მხრივ გამოცდილება სჭირდება და მეორე მხრივ, საგარეო პოლიტიკის სიღრმისეული ცოდნა. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ საოკუპაციო ჯარების გაყვანის მოთხოვნა ყოველ ჯერზე უნდა დავაყენოთ, ისევე როგორც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე ერთად ვიზრუნოთ“, – აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროინტეგრაციის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისა და რუსული აგრესიის დაგმობის შესახებ მომზადებული რეზოლუცია, ბრიუსელში, საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციისა და უკრაინის დელეგაციის პოზიციის გამო ვერ მიიღეს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,231 ნახვა