GD Banner
პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ვაშაძე ყველაფერს კადრულობს, მაგრამ დღეს თავის თავსაც გადააჭარბა ისეთი ტყუილები თქვა. მე აღარ მეგულება ადამიანი, რომელიც ასეთ მდაბიო ტყუილებს იჯერებს და ვისთვის აკეთებენ ამას? – როგორც ჩანს, თავიანთ პატრონებს ეპრანჭებიან

არ არსებობს, ერთი ადამიანი ვერ იქნება, რომელსაც ყველა დოკუმენტი აქვს წესრიგში, ეკუთვნის რომ აიყვანონ საკონსულო აღრიცხვაზე და ამ ადამიანს უარი უთხრან. ეს წარმოუდგენელია, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომლის თანახმად სხვადასხვა ქვეყნის საკონსულო საქართველოს მოქალაქეებს, ამომრჩევლებს არ არეგისტრირებს.

„თუ ადამიანს დოკუმენტები წესრიგში არ აქვს და მას უარი უთხრეს, რა თქმა უნდა ასეთი შემთხვევებიც არის, სულ რამდენიმე ათეულია მთელს მსოფლიოში. ჯერ 800 000-დან ხატია დეკანოიძე 87 000 მოქალაქეზე ჩამოვიდა და ახლა 52 მოქალაქის პრობლემაზე სპეკულირებენ. ვაშაძე ყველაფერს კადრულობს გასაგებია, მაგრამ დღეს თავის თავსაც გადააჭარბა ისეთი ტყუილები ილაპარაკა. მე აღარ მეგულება საქართველოში ადამიანი, რომელიც ასეთ მდაბიო ტყუილებს იჯერებს ვისთვის აკეთებენ ამას, როგორც ჩანს თავიანთ პატრონებს ეპრანჭებიან და ასრულებენ დავალებებს, სხვა გზა არ აქვთ. გასაგებია რომ ჰყავთ მხარდამჭერები, მათიც მესმის, მაგრამ წარმოუდგენელია, როგორ ბინძურად იყენებენ ემიგრანტების თემას“, – განაცხადა მდინარაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,229 ნახვა