GD Banner
პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე არასამთავრობო ორგანიზაციებზე: უბრალოდ ვითხოვთ, რომ ამ ფულით არ ჩაიდინონ უკანონობა ქართული იდენტობის წინააღმდეგ, ბავშვების მორალის წინააღმდეგ, ლგბტ პროპაგანდის სასარგებლოდ არ დაიხარჯოს ეს ფული და აქ იყოს გამჭვირვალობა

ჩვენ შარშან უარი ვთქვით ამერიკულ, აგენტების შესახებ კანონის მიღებაზე და ვთქვით, რომ ამ საკითხს არ ვუბრუნდებით. მათ კი თქვეს, რომ ყველაფერი გამჭვირვალეა და კიდევ უფრო გამჭვირვალე იქნება, – განაცხადა ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსების გამჭვირვალობის საკითხზე საუბრისას.

„რამე იცით მეტი, ვიდრე შარშან იცოდით? შარშანაც არაფერი ვიცოდით, წელსაც არაფერი ვიცით, გარდა პოზიტიური პროექტებისა, რომელსაც რა თქმა უნდა აპიარებენ. სასამართლოსთან დაკავშირებული თანხები დისკრედიტაციისკენ მიიმართება თუ სასამართლოს რამეში ეხმარებიან – ამაზე რამე ვიცით? მე მაგალითად ვიცი, საქართველოში სასამართლოს დისკრედიტაციას რომ ასეულობით თუ არა ათეულობით მილიონი დოლარი უკვე მოხმარდა. რამდენი მიიღეს თანხა თქვან, რამდენი ტრენინგი ჩატარდა, რამდენი პოზიტიური გზავნილი იყო, რაც კარგი მოხდა სასამართლოში. ამბობდნენ ცუდს „რუსთავი 2“-ის საქმეზე, გვარამიას საქმეზე და ა.შ. ყველა ეს საქმე სტრასბურგში ან არ გასაჩივრდა, ან მოგებულია და ფორმალურ დარღვევებზე იყო ერთი ორი შემთხვევა 10000 ლარიანი ჯარიმით რომ გამოვიდნენ. ყველა საქმე წააგეს სტრასბურგში. ჩვენ ვამბობთ რომ თემას არ ვუბრუნდებით, ისინი ამბობენ, რომ კიდევ უფრო გამჭვირვალე იქნება, მაგრამ არ ასრულებენ პირობას. შეასრულონ პირობა და თქვან, სად მიდის ეს ფული. რატომ უმალავენ ხალხს? ზოგ პარტიას და „ენჯეოს“ სახელიც ერთი ჰქვია და მეტი ლუსტრაცია არ ვიცი. უბრალოდ ვითხოვთ, რომ ამ ფულით არ ჩაიდინონ უკანონობა საქართველოს წინააღმდეგ, ბავშვების მორალის წინააღმდეგ, ქართული იდენტობის წინააღმდეგ, ლგბტ პროპაგანდის სასარგებლოდ არ დაიხარჯოს ეს ფული და აქ იყოს გამჭვირვალობა“, – განაცხადა მდინარაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,229 ნახვა