GD Banner
პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: საქართველო ნამდვილად იმსახურებს თავისუფალ ვაჭრობას, პირდაპირ ფრენებსა და უვიზო მიმოსვლას აშშ-თან, რუსეთის მოქალაქეებსაც კი საქართველოს მოქალაქეებზე ბევრად მეტ ვიზას აძლევენ

აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 30 წელს ითვლის და მათი მხრიდან ელემენტარული ნაბიჯები არ იდგმება პარტნიორობის გასამტკიცებლად, გაოცებას იწვევს, – წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა, რითაც ეხმიანება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშესახები შედეგების თაობაზე.

ექსპერტის თქმით, პრემიერ-მინისტრმა სწორად აღნიშნა, რომ საქართველო აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, უვიზო მიმოსვლასა და პირდაპირ ავიარეისებს იმსახურებს. აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 30 წელს ითვლის და მათი მხრიდან ელემენტარული ნაბიჯები არ იდგმება პარტნიორობის გასამტკიცებლად, გაოცებას იწვევს.

„პრემიერმა სწორად აღნიშნა, საქართველო ნამდვილად იმსახურებს თავისუფალ ვაჭრობას, პირდაპირ ფრენებსა და უვიზო მიმოსვლას აშშ-თან, თუმცა რა უვიზო მიმოსვლაზეა საუბარი, როცა რუსეთის მოქალაქეებსაც კი საქართველოს მოქალაქეებზე ბევრად მეტ ვიზას აძლევენ ამერიკაში სამოგზაუროდ, ვიდრე ჩვენ. ეჭვი მაქვს აქაური დესტრუქციული ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე, ეს ასე არ იქნებოდა. (ვერ იკადრებენ თუ რა) იმედი მაქვს, ამერიკის ხელისუფლება გაითვალისწინებს ქართველი ხალხის დამოკიდებულებას მათი ქვეყნის მიმართ და ეს საკითხი გამოსწორდება.” – წერს ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,231 ნახვა