GD Banner
პოლიტიკა

სოზარ სუბარი – საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გაუმჭვირვალე სფერო არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაა – ხალხმა უნდა იცოდეს, რაში იხარჯება ქვეყანაში შემოსული თანხა

ერთ-ერთი ყველაზე გაუმჭვირვალე სფერო საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაა. ძალიან ხშირ შემთხვევაში ეს არის არხები, რომლებიც ქვეყნისთვის საზიანო საქმეებს ხმარდება, როცა მაგალითად ტარდება ტრენინგები – როგორ მოახდინონ რევოლუცია, სახელმწიფო გადატრიალება – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა განუცხადა.

მისი თქმით, ხშირად დაფინანსებები არასამთავრობო ორგანიზაციების სახელით მოდის, მაგრამ პოლიტიკურ საქმიანობას ხმარდება, პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

„ხშირად არის დაფინანსებები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციების სახელით მოდის, მაგრამ ამ დროს პოლიტიკურ საქმიანობას ხმარდება. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. ამიტომ არის, რომ ამერიკაში ჯერ კიდევ გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან მოქმედებს „ფარა“ – ე.წ. უცხოური აგენტების დაფინანსების გამჭვირვალობის კანონი. სწორედ ამ კანონით გავიგეთ, რამდენი ფული იხარჯება მაგალითად სააკაშვილის ოჯახის მხრიდან საქართველოს საწინააღმდეგო და მადისკრედიტირებელი სტატიების დაფინანსებაზე მთელ მსოფლიოში. ხალხმა უნდა იცოდეს, რაში იხარჯება ქვეყანაში შემოსული დაფინანსება“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,229 ნახვა