GD Banner
პოლიტიკა

იაგო ხვიჩია – შემდეგ პარლამენტში მხოლოდ „ნაცები“ და „ქოცები“ თუ იქნებიან, მგონი, სჯობს, ვიზასა და ბილეთებზე „ვიჩალიჩოთ“

შემდეგ პარლამენტში მხოლოდ „ნაცები“ და „ქოცები“ თუ იქნებიან, მგონი, ერთობას სჯობს, ვიზასა და ბილეთებზე „ვიჩალიჩოთ“, ქვეყნები შევარჩიოთ, სად სჯობს ცხოვრების გაგრძელება, თუმცა ასეთი პესიმისტი არ ვარ, ქართველი ხალხის მჯერა, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, შეუძლებელია, ხალხმა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭიროს მხარი.

„შეუძლებელი მგონია, ისეთი იდიოტები ვიყოთ, რომ მარტო „ქოცები“ და „ნაცები“ ავირჩიოთ. მიგვაჩნია, რომ სულ სამი პარტია არსებობს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. აქედან ორი პარტია ერთი პარტიით კი არ გადის არჩევნებზე, არამედ ხუთ-ხუთი, ექვს-ექვსი თანამგზავრი პარტია ჰყავთ. აგერ, ორი დღის წინ „ქოცებმა“ შექმნეს „ხალხის ძალა“, ასევე „ნაცებმა“ – გვარამიას და მელიას გაერთიანება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,229 ნახვა