ამერიკული დაფინანსება ჩვენთან დემოკრატიის განვითარებას კი არ ხმარდება, არამედ მის რყევას და საკუთარი ინტერესების გატარებას. თუ ეს ასე არ არის, გაასაჯაროოს საელჩომ ვის და რა მიზნით აფინანსებენ, გახადონ გამჭვირვალე ყველა ფინანსური ტრანში, რათა ქართველმა ხალხმა დაინახოს სტრატეგიული პარტნიორის მიზნები საქართველოში, მაგრამ ეს არ მოხდება, აშშ საელჩო ამას არ იზამს, ეს კი გაამყარებს იმ ეჭვს, რაც სიმართლეს შეესაბამება, – წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.
ფოჩხუას თქმით, ამერიკისთვის საქართველოს ფუნქცია რუსეთის შეკავებაა, ისევე როგორც უკრაინის, რომელმაც სამწუხაროდ მოაწერა ხელი იმ უბედურებას, რაც დღეს უკრაინაში ხდება, საქართველომ კი არა, ამიტომაც არის, რომ გარეშე მტრები შიდა აგენტურის დახმარებით ცდილობენ არიონ ქვეყანა, მღვრიე წყალში ხომ თევზს უკეთ დაიჭერენ.
„უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშიაო, ნათქვამია. აშშ-ის საელჩო ხშირად გვახსენებს იმ 6-მილიარდიან (არა და 4,5-მილიარდია) დახმარებას, რაც საქართველომ მიიღო 30 წლის განმავლობაში, მაგრამ არ აკონკრეტებს რას მოხმარდა ეს დაფინანსება. დღეს რატომ გახდა აქტუალური ამ “საჩუქრის” გახსენება, რუსეთთან ომში ჩართვის საპირწონედ ხომ არა? ნუთუ ვერ ხვდებიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, რომ დღევანდელი ხელისუფლება არ წავა ამაზე 500-მილიარდის საფასურადაც კი. ამერიკისთვის ჩვენი ფუნქცია რუსეთის შეკავებაა, ისევე როგორც უკრაინის, რომელმაც სამწუხაროდ მოაწერა ხელი იმ უბედურებას, რაც დღეს უკრაინაში ხდება, საქართველომ არა, ამიტომაც არის რომ გარეშე მტრები შიდა აგენტურის დახმარებით ცდილობენ არიონ ქვეყანა, მღვრიე წყალში ხომ თევზს უკეთ დაიჭერენ. აბა რას უნდა მივაწეროთ გაშმაგებული ბრძოლა საქართველოს სახელმწიფოსა და ეკლესიაზე, აგენტურული ენჯეოების დაფინანსება და ა.შ. ამერიკული დაფინანსება ჩვენთან დემოკრატიის განვითარებას კი არ ხმარდება, არამედ მის რყევას და საკუთარი ინტერესების გატარებას თუ ეს ასე არ არის, გაასაჯაროოს საელჩომ ვის, რა და რა მიზნით აფინანსებენ, გახადონ გამჭვირვალე ყველა ფინანსური ტრანში, რათა ქართველმა ხალხმა დაინახოს სტრატეგიული პარტნიორის მიზნები საქართველოში, მაგრამ ეს არ მოხდება, აშშ საელჩო ამას არ იზამს, ეს კი გაამყარებს იმ ეჭვს, რაც სიმართლეს შეესაბამება“, – წერს ფოჩხუა Facebook-ზე.