GD Banner
პოლიტიკა

“ძალიან სევდიან შთაბეჭდილებას ტოვებს პრეზიდენტ ზურაბიშვილის უნდილი განცხადება…” – დავით გამცემლიძე

“ძალიან სევდიან შთაბეჭდილებას ტოვებს პრეზიდენტ ზურაბიშვილის უნდილი განცხადება, რომ თურმე აფხაზი მოსამართლეების უარი, დაეკორექტირებინათ „პუცუნდას აგარაკის პუტინისთვის გადაცემის კანონი„ ამ მოსამართლეების „დამოუკიდებლობაზე“ მეტყველებს.

რა უბადრუკი და უნიჭოა ქართული პოლიტიკა ამ მიმართულებით უკვე ძააააალიან დიდი ხანია!

ანუ ზურაბიშვილი ამბობს (და ამის თავადაც სჯერა უდავოდ), რომ აფხაზეთის ხელისუფლებას ძალიან უნდა „პიცუნდას აგარაკი“ გადასცეს პუტინს და აი აფხაზი მოსამართლეები აღმოჩნდნენ თურმე იმდენად მედეგნი, იმდენად დამოუკიდებელნი, ამას შეეწინააღმდეგენ.

სინამდვილეში თუ ვინმეა წინააღმდეგი იმისა, რომ პუტინმა აფხაზეთზე ზეწოლით და პრესინგით რამე მიიღოს და ამით პრეცედენტი შექმნას დათმობისა სხვა მიმართულებებითაც, არიან სწორედ აფხაზეთის პრეზიდენტი ბჟანია და მისი უშიშროების საბჭოს მდივანი, უგამოცდილესი და უეშმაკესი პოლიტიკოსი სერგეი შამბა.

ყველაფერი დანარჩენი კი, დაწყებული აფხაზეთის პარლამენტთან ღამით გამართული მიტინგით, კანონში „ექსტერნად“ შეტანილი ცვლილებებით და დასრულებული აფხაზეთის „საკონსტიტუციო სასამართლოს“ უარით ამ ცვლილებების გაუქმებისა, არის უდიდესი ოსტატობითა და ტექნოლოგიურობით გათამაშებული ს პ ე ქ ტ ა კ ლ ი!

სხვა შემთხვევებში და სხვა მოცემულობებში შესაძლოა ასეთივე „ტექნოლოგიურობა“ მოითხოვდეს აფხაზი მოსამართლეების საჯარო „შექებას“, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს საჯაროდ გამოთქმული აღფრთოვანება მხოლოდ ე ხ მ ა რ ე ბ ა სეპარატისტებს მათ თამაშში მოსკოვთან: ზურაბიშვილის განცხადება უმალვე იქცეოდა იმავე შამბასა და იმავე ბჟანიას ა რ გ უ მ ე ნ ტ ა დ მოსკოველ კურატორებთან: „აი თქვენ რომ „გვაწვებით“….. ხედავთ მტრული საქართველოს პრეზიდენტი რა განცხადებებს აკეთებს? ეს გინდაააააააათ? ამისკენ გვიბიძგეეეეეეებთ? ფსოუზე NATO გინდაააააათ?„

ამიტომაც…… გაჩუმდი რა დალოცვილო. გა ჩ უ მ დ ი!

უბრალოდ გაჩუმდი, ნუ იტყვი ნურაფერს და ნუ ითამაშებ სეპარატისტთა თამაშს – გაჩუმდი, ნუ გააკეთებ ნურანაირ განცხადებას, სანამ ჩვენი მტრები დაჭამენ ერთამნეთს!

ნუ ეხმარები უნებლიედ და შენი არაკომპეტენტურობით მათგან ნურც ერთს.

განსაკუთრებით იმას, ვისაც სინამდვილეში საქართველო მეტ „ბოროტებად მიაჩნია“, ვიდრე რუსეთი
სწორ დროს და სწორ მომენტში დუმილი (!) ქართული პოლიტიკის უსუსტესი პოზიციაა.

ამას ნიჭი სჭირდება; ასევე პოლიტიკური კულტურა და შეგნება, რაც ქართულ ელიტებს (ეს უკვე ცხადია დამოუკიდებობის 33-ე წლისთავზე) არ აღმოაჩნდათ…… იმიტომ, რომ არც არასდროს გააჩნდათ.

დათო”.

წერს ჟურნალისტი და ისტორიკოსი დავით გამცემლიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,232 ნახვა