ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“ამათ პარანოია დაეწყოთ უკვე. შსს-ს მომსახურების სააგენტო საქართველოს შსს მომსახურების სააგენტო / Service Agency of MIA of Georgia ავტომანქანებზე სერიას SE000XY არ გასცემს.
რა უფლებით? არაა დამკვიდრებული ტერმინი? კანონებში არ გიწერიათ? სექსია აკრძალული? იქნებ სულაც არ იგულისხმება ის რასაც თქვენი ოხერი ტვინი გულისხმობს და ტიპი მიიჩნევს, რომ თავად არის კარგი – სექსი ტიპი? მეტაფორებსაც კრძალავთ? თან განმარტება – სექსი უხამსი სიტყვაა თურმე… 10 ათასი რომ გადაიხადოს ტიპმა ეგრევე მისცემთ ხო სერიას – KU000TA, FU000CH…
თქვენ არაფერი გეშველებათ. და უკვე გაცემულ მაგ სერიას ამოიღებთ და ჩამოართმევთ მფლობელებს? :)))
თუ მაგაზე არ გაქვთ ნორმატიული აქტი, რომ უნდა ჩამორთვად და ამოიღოთ ეგ სერია – უკვე გაცემული, მაშინ ამ ეტაპზე გაუცემლობა რა არის, აბა კარგად დაფიქრდით :)))”
Facebook Comments Box