GD Banner
სამართალი

მოსამართლე ლევან თევზაძე: ვეტინგი უკრაინაში ჩაატარა ადეიშვილის პირველმა მოადგილემ წოწორიამ და მისი შერჩეული უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ლევან თევზაძე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე სერგო მეთოფიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება, სადაც ე.წ. ვეტინგის საფრთხეებზე და აღნიშნული სისტემის მომხრე 9 მოსამართლის არაკოლეგიალურობაზეა საუბარი.

როგორც თევზაძე წერს, უკრაინაში, ადეიშვილის ყოფილი მოადგილის, ნონა წოწორიას მიერ “ვეტინგის” სისტემით არჩეული უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.

“ერთსაც მივამატებდი, ე.წ. ვეტინგი უკრაინაში ჩაატარა საერთაშორისო ექსპერტმა ნონა წოწორიამ, ზურაბ ადეიშვილის პირველმა მოადგილემ, არ გეჩვენებათ, მან ჩაატარა და ძალიან მალევე მათი შერჩეული უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე (რამდენიმე მილიონის) დააკავეს” – წერს ლევან თევზაძე. ცნობისთვის, 2023 წლის მაისში, უკრაინის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ვსევოლოდ კნიაზევი 2.7 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,157 ნახვა