GD Banner
საზოგადოება

„ქრონიკის“ ინფორმაციით, „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით ტარდება სემინარი, რომელზეც განიხილავენ, როგორ უნდა გააპროტესტონ მმართველი გუნდის ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო ინიციატივა, მას შემდეგ, რაც ის კანონპროექტად იქცევა

„ქრონიკის“ ინფორმაციით, „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით, „ვილა მოსავალში“ ტარდება სემინარი, რომელზეც განიხილავენ, როგორ უნდა გააპროტესტონ მმართველი გუნდის ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო ინიციატივა მას შემდეგ, რაც ის კანონპროექტად იქცევა.

„თბილისი პრაიდის“ გეგმის მიხედვით, ისინი კანონპროექტის ირგვლივ სხვადასხვა მიმართულებით ააგებენ კამპანიას. კერძოდ, დაიწყება საუბარი, რომ კანონპროექტი რუსულია, გახმოვანდება გზავნილები, რომ კანონპროექტი ზღუდავს უფლებებს, მათ შორის ბავშვებისა და შშმ პირების უფლებებს, ასევე, იტყვიან, რომ წესდება ცენზურა და ხდება ხელოვნებაში ჩარევა.

ერთ-ერთ მთავარ ხაზად აირჩევენ პედოფილიის საკითხს, ასევე, ევროპულ მომავალს. დგინდება სპიკერების სიებიც, რომლებშიც უნდა შევიდნენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები.

სემინარის მონაწილეები კომენტარს არ აკეთებენ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,243 ნახვა