GD Banner
პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: ვეტინგის მოცემული სისტემის დამკვიდრება ნიშნავს იმას, რომ უცხო ქვეყანამ მართოს ჩვენი სასამართლო და ქვეყანა. ეს ეწინააღმდეგება არა მარტო საქართველოს კონსტიტუციას, არამედ ზოგადად, კონსტიტუციურ პრინციპებს

ვეტინგის მოცემული სისტემის დამკვიდრება ნიშნავს იმას, რომ უცხო ქვეყანამ მართოს ჩვენი სასამართლო და ქვეყანა. ეს ეწინააღმდეგება არა მარტო საქართველოს კონსტიტუციას, არამედ ზოგადად, კონსტიტუციურ პრინციპებს, – განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა.

მისივე თქმით, ძალიან საოცარია რამდენიმე მოსამართლის განცხადება, რომ თანახმა არიან, მათი კეთილსინდისიერება უცხოელმა ექსპერტებმა შეამოწმონ.

„აღნიშნული კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რომ ეს მოსამართლეები ჩართულები არიან გარე ძალებისგან მართულ იმ ადამიანების რიცხვში, რომლებიც ცდილობენ, ქვეყნის მართვის სადავეები და კერძოდ, სასამართლო სისტემის მართვის სადავეები უცხო ქვეყნების ხელში გადავიდეს, რადგან ზოგადად, ვეტინგის ამ მოცემული სისტემის დამკვიდრება ნიშნავს იმას, რომ უცხო ქვეყანამ მართოს ჩვენი სასამართლო და ქვეყანა. ეს ეწინააღმდეგება არა მარტო საქართველოს კონსტიტუციას, არამედ ზოგადად, კონსტიტუციურ პრინციპებს“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

რამდენიმე მოსამართლე მზად არის, მათი კეთილსინდისიერება ე.წ. ვეტინგის სისტემით შემოწმდეს. ეს კი ნიშნავს, რომ უცხოელი ექსპერტები გადაწყვეტენ, ქართული მართლმსაჯულების სისტემაში მათი და მათივე კოლეგების ყოფნა-არ ყოფნის საკითხს. მოსამართლეების ამ განცხადებას მმართველ გუნდში პასუხობენ. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ქვეყნისთვის საზიანო იქნება თუ მართლმსაჯულების სისტემაში უცხოელი სპეციალისტები ჩაერევიან.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,217 ნახვა