2024 წლის 12 მაისს, საღამოს 18.00 საათზე ლას აშშ-ში, Event Center, 4545 W Sahara Ave, Las Vegas, NV 89102 გაიმართება მერაბ დვალიშვილის დაჯილდოების და საქართველოს დამოუკიდებლობის დღის საზეიმო ღონისძიება, რაც ქართული დიასპორის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენაა.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ; ჩრდილოეთ ამერიკის საქართველოს ეპარქიის ეპისკოპოსი, მეუფე საბა ინწკირველი, აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი , სან-ფრანცისკოში საქართველოს გენერალური კონსული ლევან ყულიჯანიშვილი, საქართველოს საპატიო კონსული სან-დიეგოში მელორი წიფურია, სპორტსმენი ზაზა ფაჩულია, კომპანია-GA-ს წარმომადგენელი გიორგი კიკნაძე, ქართული კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრის პრეზიდენტი სამხრეთ კალიფორნიაში ირმა გვილია, დიასპორული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ინნა ასანიძე, ქართული მემკვიდრეობის ფონდის დამფუძნებელი, ლიანა ნიცეცკაია.
საქართველოდან მიწვეულნი არიან: „თეატრალური კვარტეტი“, გელა დონაძე, ანუკი ცქვიტინიძე, ქეთი გაბისიანი, ნიკოლოზ წულუკიძე, ვახო ბიჭიკაშვილი, ნინი წიკლაური , ბექა გოგინაშვილი, ლას ვეგასის ამერიკული ბენდი Lumiere Noire.
ღონისძიებას დაესწრებიან როგორც ქართველი წარმატებული სპორტსმენები, ასევე UFC-ის ჩემპიონი მებრძოლები.
ღონისძიება მიზნად ისახავს ქართული კულტურისა და სპორტის პოპულარიზაციას აშშ-ში და იმართება სან-ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულოს მხარდაჭერით. საზეიმო ღონისძიების ორგანიზატორია ლას-ვეგასის ქართული სათვისტომო “ივერიის” ხელმძღვანელი ირაკლი რუსია.