„როდესაც პოლიტიკურ ველზე შემოდიან ის სუბიექტები, რომელთა საქმე არაა პოლიტიკა, მაგალითად, ცალკეული მოსამართლეები, სამხრეებიანნი თუ სასულიერო პირები, პოლიტიკურად ვცემ პასუხს და პირდაპირ ვუწოდებ მავნებელი ნაცსექტის აპოლოგეტებს“- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე და სოციალურ ქსელში აქვეყნებს იმ ცალკეული მოსამართლეების სიას, რომლებიც ქვეყანაში ე.წ. „ვეტინგის“ სისტემის შემოღებას ემხრობიან.
„როდესაც პოლიტიკურ ველზე შემოდიან ის სუბიექტები, რომელთა საქმე არაა პოლიტიკა, მაგალითად, ცალკეული მოსამართლეები, სამხრეებიანნი თუ სასულიერო პირები, პოლიტიკურად ვცემ პასუხს და პირდაპირ ვუწოდებ მავნებელი ნაცსექტის აპოლოგეტებს. ამგვარი კატეგორიის ადამიანთა საქმე მხოლოდ ხმის მიცემაა არჩევნებზე და იმის იქით არაფერი, მხოლოდ დაკისრებული მოვალეობების შესრულება.
ვეტინგის მომხრე “ხუთოსან” მოსამართლეთა პოლიტიკური კეთილსინდისიერებაა საინტერესო, დიდი ალბათობით, ღალატის პარტიის სამარცხვინო მიმდევრები არიან. და ხომ არ სურთ პროფესიის შეცვლა და რომელიმე “ნაცურ” პარტიაში საარჩევნოდ გაწევრიანება? Naming & shaming არ მომერიდება და მეც ვამხელ საქართველოს სუვერენიტეტის შებღალვის მხარდამჭერ დე იურე მოსამართლეებს: სააპელაციოს უვადო მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი, უზენაესის მოსამართლე ნინო ბაქაქური, რუსთავის საქალაქოს მოსამართლე მადონა მაისურაძე, თელავის რაიონულის უვადო მოსამართლე მამუკა წიკლაური და უზენაესის მოსამართლე ეკატერინე გასიტაშვილი.“-წერს გია აბაშიძე.