GD Banner
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე „ნაცმოძრაობაზე“: კამპანიას აწარმოებენ სიღარიბესთან დაკავშირებით და ამაში ხარჯავენ მგონი 48 000 დოლარს – 48 000 დოლარით შეეძლოთ თუნდაც რამდენიმე ოჯახისთვის დახმარების გაწევა

სიღარიბის დაძლევაში და არა ამ აბსურდული კამპანიის წარმოება კამპანიას აწარმოებენ სიღარიბესთან დაკავშირებით და ამაში ხარჯავენ მე მგონი 48 000 დოლარს. 48 000 დოლარით შეეძლოთ თუნდაც რამდენიმე ოჯახისთვის დახმარების გაწევა სიღარიბის დაძლევაში და არა ამ აბსურდული კამპანიის წარმოება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ “ნაციონალური მოძრაობის” ახალი კამპანიის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ წინა ხელისუფლების დროს არსებულ მაჩვენებელთან შედარებით სიღარიბე განახევრებულია, ვითარება მაინც მძიმეა.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ამ თემით სპეკულირება მიუღებელია.

“რაც შეეხება სიღარიბეს, სიღარიბესთან დაკავშირებით გვაქვს კონკრეტული მონაცემები. 15,4% არის 2022 წლის მაჩვენებელი, არის ძალიან მძიმე ვითარება. მართალია, „ნაცმოძრაობის“ დროს, ანუ ამ ადამიანების ხელისუფლებაში ყოფნის დროს სიღარიბე იყო 1 150 000 და ახლა არის 600 000-ზე ნაკლები, ანუ განახევრებულია პრაქტიკულად თითქმის სიღარიბე, მაგრამ ჩვენ ამით ვერ ვიქნებით ბედნიერი და კმაყოფილი. ჩვენ ბედნიერი შეიძლება ვიყოთ მხოლოდ მაშინ, როდესაც სიღარიბე განულდება. ამ თემით სპეკულირება „ნაცმოძრაობის“ მხრიდან არის აბსოლუტურად მიუღებელი, იმიტომ, რომ მათ დაგვიტოვეს 1 150 000 ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა.” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,217 ნახვა