GD Banner
პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე-გაუგებარია რა სიკეთე უნდა მოუტანოს კეზერაშვილმა, ადეიშვილმა, სააკაშვილმა უკრაინას, როცა საკუთარ ქვეყანას ამდენი უბედურება მოუტანეს

„მართლა გაუგებარია უკრაინის საზოგადოების დიდი ნაწილისთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის, კეზერაშვილმა, ადეიშვილმა, სააკაშვილმა, სხვა პირებმა, რა სიკეთე უნდა მოუტანონ უკრაინას, როცა საკუთარ ქვეყანას ამდენი უბედურება მოუტანეს“-ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ხალხი, რომელმაც თავის ქვეყანას დიდი უბედურება მოუტანა, როგორ მოუტანს რაიმე სიკეთეს უკრაინას.

„ამაზე ძალიან ბევრი წუხს და ბევრი კრიტიკული განწყობა არსებობს უკრაინაშიც. უკრაინას ძალიან ბევრი ნიჭიერი და განათლებული ადამიანი ჰყავს, პოლიტიკაშიც ძალიან პროგრესული ხალხი ჰყავს ჩართული და ჩვენც ბევრი ნაცნობები გვყავს მეცნიერებაშიც, კულტურაშიც, პოლიტიკაშიც და გაუგებარია უბრალოდ საქართველოში ძებნილი კრიმინალები რატომ უნდა წარმოადგენდნენ ამ უმძიმეს დროს, ომის დროს, უკრაინას. ხალხი, რომელმაც თავის ქვეყანას დიდი უბედურება მოუტანეს, როგორ მოუტანს რაიმე სიკეთეს უკრაინას“-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,217 ნახვა