GD Banner
პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: სალომე ზურაბიშვილმა წარმოადგინა ვეტოს საფუძველი, რომელიც არ შეესაბამება ვენეციის კომისიას, ანუ დარჩა ერთი ვერსია – მან მხარი დაუჭირა „ნაცებს“

სალომე ზურაბიშვილს თეორიულად უნდა აწუხებდეს ორი რაღაც – ვენეციის კომისიას არ შეესაბამება და ვადებ ვეტოს, ან მე „ნაცების“ მხარეს ვარ და ამიტომ ვადებ ვეტოს. ვენეციის კომისიის დასკვნას მისი „მოტივირებული“ შენიშვნა არ შეესაბამება, ანუ დარჩა ერთი ვერსია, მან მხარი დაუჭირა „ნაცების“ ვერსიას, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ PalitraNews-ის გადაცემაში “360 გრადუსი”, პრეზიდენტის მიერ საარჩევნო კოდექსში“ მიღებულ ცვლილებებზე ვეტოს დადების თაობაზე განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ოპოზიცია ჩაეჭიდა ერთ პუნქტს, რომლის აღსრულება კატეგორიულად მიუღებელია და ამის ახსნა იქნება დასაბუთებული და უმყარესი არგუმენტებით გაჯერებული.

„ჩაეჭიდნენ ერთ პუნქტს, რომლის აღსრულება ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია და ჩვენ ვთქვით, რომ თუ ჩვენი პარტნიორების მოწოდებებს, რეკომენდაციებს, სარეკომენდაციო ხასიათის არის ეს ყველაფერი, თუ არ გავითვალისწინებთ, ჩვენ ამის ახსნა გვექნება დასაბუთებული და უმყარესი არგუმენტებით გაჯერებული. დანარჩენს გავითვალისწინებთ რაც მისაღებია ჩვენთვის, რაც გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციიდან, ეროვნული პრინციპებიდან გამომდინარეობს და სუვერენიტეტს არ ეხება“, – აღნიშნა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციას ჰქონდა მოქმედ თავმჯდომარეზე, გიორგი კალანდარიშვილზე დაწერილი გეგმა, როგორ უნდა გადამდგარიყო „საზოგადოების“ ზეწოლის შედეგად და როგორ უნდა ჩაენაცვლებინა ის ხაზარაძის პოლიტსაბჭოს წევრს, თუმცა კალანდარიშვილმა დეტალური პასუხი გასცა ბრალდებებზე.

„ჩვენ გვაქვს მოცემულობა, როდესაც ცესკოს თავმჯდომარის გადადგომის ან მის მიერ თავის მოვალეობის სხვა რამის გამო შეუსრულებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მოადგილე. ანუ ჩვენ რომ დაგვიდგეს ის შემთხვევა, როდესაც ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ან სხვა რაღაცის გამო ცესკოს თავმჯდომარე ვერ შეასრულებს თავის მოვალეობას, ასრულებს მის მოვალეობას ხაზარაძის პოლიტსაბჭოს წევრი, პარტიული კანდიდატურა. მათ ჰქონდათ მოქმედ თავმჯდომარეზე დაწერილი პიარული გეგმა, როგორ უნდა დაებულინგებინათ, შემდეგ ამ „საზოგადოებრივი“ ზეწოლის შედეგად უნდა გადამდგარიყო და ხაზარაძეს უნდა ჩაეტარებინა თავისი პოლიტსაბჭოს წევრით, სიორიძით არჩევნები. როგორც კი კანონი მივიღეთ, მათ უკვე დააჩქარეს, ხაზარაძისვე ტელევიზიიდან გამოაგდეს ფეიკი, რადგან უკვე აზრი აღარ ჰქონდა, უკვე წავიდა ზეწოლა და ბულინგი ცესკოს მოქმედ თავმჯდომარეზე და თქვეს, რომ ის არის დაუსაბუთებელი ქონების პატრონი და ა.შ. ამაზე დეტალურად გასცა პასუხი კალანდარიშვილმა, ყველა თეთრი, ყველა ქონება რაც ჰქონდა ოჯახს დაასაბუთა. ბოლოს მივედით სად, სალომე ზურაბიშვილმა დაადო ვეტო, ანუ სალომე ზურაბიშვილიც თანამზრახველია, სხვანაირად მან წარმოადგინა ვეტოს საფუძველი, რომელიც არ შეესაბამება ვენეციის კომისიას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,231 ნახვა