GD Banner
უცხოური მედია

ბაიდენის შვილი უარს აცხადებს დაესწროს მამის იმპიჩმენტის პროცედურას, სადაც ის რესპუბლიკელებმა მისივე მოთხოვნით მიიწვიეს

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შვილი, უარს აცხადებს დაესწროს  მამის იმპიჩმენტის დაწყების პროცედურას, სადაც ის რესპუბლიკელებმა მისივე თხოვნით მიიწვიეს. 

ჰანტერ ბაიდენის ადვოკატმა, ები ლოუელმა რესპუბლიკელების მცდელობას, მოაწყონ სახალხო მოსმენა კონგრესში, საცირკო წარმოდგენა უწოდა. ინფორმაციას „ასოშიეიტედ პრესი“ ავრცელებს. ლოუელს მიაჩნია, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ დაწყებული საქმე არალეგიტიმურია.

წარმომადგენლობითი პალატის კომიტეტმა ერთი წლის განმავლობაში ჩაატარა გამოძიება, რომელიც ეხებოდა ჯო ბაიდენის მიერ უცხოური კომპანიებისგან ქრთამის აღებას.  ბრალდების ნაწილი პრეზიდენტის შვილის საქმიანობას ეხება ჩინეთსა და უკრაინაში.

წარმომადგენლობითი პალატის წევრმა ჯეიმს კომერმა განაცხადა, რომ რესპუბლიკელებმა ჰანტერ ბაიდენის ბლეფი ამხილეს.

„ის რამდენიმე თვის განმავლობაში ითხოვდა ღია მოსმენებს, თუმცა როდესაც მას შესთავაზეს დასწრება თავისივე საქმიან პარტნიორებთან ერთად, ჰანტერმა უარი განაცხადა“,-თქვა კომერმა. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,958 ნახვა