GD Banner
უცხოური მედია

NBC News: Gallup-ის კვლევის თანახმად, ზრდასრულ ამერიკელთა რიცხვი, რომლებიც თავს ლგბტ თემს მიაკუთვნებენ, 2012 წელთან შედარებით გაორმაგდა – თუ მოქმედი ტრენდი შენარჩუნდება, სავარაუდოდ, ეს რიცხვი ზრდასრულთა შორის 30 წელში 10%-ს გადააჭარბებს

ზრდასრულ ამერიკელთა რიცხვი, რომლებიც თავს ჰეტეროსექსუალებად არ მიიჩნევენ, 2012 წელთან შედარებით გაორმაგდა. ამის შესახებ Gallup-ის გამოკითხვაზე დაყრდნობით NBC News-ი იტყობინება.

2012 წელს Gallup-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში ლგბტ საზოგადოებას საკუთარი თავი მხოლოდ რესპონდენტთა 3,5%-მა მიაკუთვნა. 2023 წლის გამოკითხვაში, რომელშიც მონაწილეობა 12 000-მა ადამიანმა მიიღო, ეს მაჩვენებელი უკვე 7,6%-ს შეადგენს. Gallup-ის წარმომადგენლის, ჯეფრი ჯონსის თქმით, Gen Z-ის თაობის (18-26 წლის) ქალების თითქმის 30% თავს ლგბტქ+ საზოგადოების წევრად მიიჩნევს. მათ შორის 20,7% თავს ბისექსუალს უწოდებს, 5,4% – კი ლესბოსელს.

ზოგადად, ყველა თაობის წარმომადგენელთა შორის ლგბტქ+ საზოგადოების წევრებად თავს ქალების 8,5% და კაცების 4,7% მიიჩნევენ. კვლევაში ცდომილების ზღვარი +/- 4 პროცენტია. ამ შემთხვევაშიც, ყველაზე დიდ ჯგუფს ბისექსუალები (57,3%) შეადგენენ, შემდეგ მოდიან გეები (18,1%), ლესბოსელები (15,1%) და ტრანსგენდერები (11,8%).

Gallup-ის წარმომადგენლის განცხადებით, კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ახალგაზრდა თაობებს შორის ლგბტქ+ საზოგადოების წევრებად იდენტიფიცირების ალბათობა გაცილებით უფრო მაღალია. „თუ მოქმედი ტრენდი შენარჩუნდება, სავარაუდოდ, ლგბტქ+ თემის წარმომადგენელთა რიცხვი ზრდასრულ ამერიკელებს შორის უახლოესი სამი ათწლეულის განმავლობაში 10%-ს გადააჭარბებს“, – აცხადებენ Gallup-ში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,918 ნახვა