GD Banner
ეკონომიკა

მსოფლიო ბანკი: ფასების დონის სიმცირით საქართველო მსოფლიოში 33-ე ადგილზე და ევროპის საუკეთესო სამეულშია

World Bank on glass building. Mirrored sky and city modern facade. Global capital, business, finance, economy, banking and money concept 3D rendering animation.

ფასების დონის სიმცირით საქართველო მსოფლიოში 33-ე ადგილზე და ევროპის საუკეთესო სამეულში იმყოფება – კვლევას მსოფლიო ბანკი აწარმოებს, რომელიც 188 ქვეყანასა და ტერიტორიაზე ფასების დონის მაჩვენებლებს იკვლევს მსყიდველუნარიანობის მიხედვით.

ინდექსი საშუალებას იძლევა დროის კონკრეტულ მომენტში შევადაროთ სხვადასხვა ქვეყნის ფასების დონე, გამოხატული ერთიან ვალუტაში – რაც უფრო დაბალია ფასების დონის ინდექსი მოცემულ ქვეყანაში, მით უფრო ნაკლებ თანხად შეიძლება იყიდოს ადამიანმა ერთი და იგივე პროდუქტების ნაკრები ამ ქვეყანაში.

საქართველო ფასების დონის სიმცირით მსოფლიოში 33-ადგილზე და ევროპის საუკეთესო სამეულშია. ევროპაში, კავკასიასა და შავიზღვისპირეთში სიიაფით საქართველოს მხოლოდ ჩრდილოეთ მაკედონია და თურქეთი მცირედით უსწრებს.

2012 წელთან შედარებით სიიაფის რეიტინგში საქართველო 18 ადგილით დაწინაურდა – მაშინ საქართველო ფასების დონის სიმცირით მსოფლიოში 51-ე ადგილს იკავებდა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,330 ნახვა