GD Banner
პოლიტიკა

გია ცაგარეიშვილი პარტია „ახალზე“: რამდენად არიან ახლები ადამიანები, რომლებმაც ძველი დროიდან საზარელი კვალი დაამჩნიეს ქართულ რეალობას და ქართულ პოლიტიკას?

რამდენად არიან ახლები ადამიანები, რომლებმაც ძველი დროიდან საზარელი კვალი დაამჩნიეს ქართულ რეალობას და ქართულ პოლიტიკას? გარდა უკეთურობისა ვერაფრით ვერ წარმოაჩინეს საკუთარი თავი. რამდენად შეიძლება ამ ადამიანებს ახლები ვუწოდოთ?, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა გადაცემა „მოამბეში“ ნიკა გვარამიას და ნიკა მელიას მიერ პარტია „ახალის“ შექმნის თაობაზე განაცხადა.

ცაგარეიშვილის თქმით, ქართული ოპოზიციური სპექტრი თავგამოდებულად გაურბის წარსულს, რადგან წარსული ახსენებს ყველაფერს იმას, რაც უკეთებიათ ამ ადამიანებს, მათ ბელადებს, მათ გულშემატკივრებს და მათ პატრონებს საქართველოში.

„ დღეს ერთ-ერთი მათი თავგზააბნეული გულშემატკივარი თუ ჯერ არ შექმნილი პარტიის წევრი ამბობდა, რომ ახალ სახეებზე და ძველ სახეებზე კი არ ვსაუბრობთო, ახალ იდეებზე ვსაუბრობთო. როდის ყოფილა, რომ წარსულ დროში საშინელ დანაშაულში ბრალდებული თუ ეჭვმიტანილი ადამიანები, მომავალში ახალი იდეების გენერირებას ახდენდნენ და თავს აწონებდნენ საზოგადოებას?! ესე არ კეთდება პოლიტიკა და ესე ვეღარ გაგრძელდება საქართველოში პოლიტიკის კეთება. ადამიანები, რომელთა წარსული ძალიან კარგად ახსოვთ, ნამდვილად ვერ შექმნიან ამ ქვეყნის მომავალს. საერთოდ მინდა გითხრათ რომ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, 12 წლის შემდეგ, რაც ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციაში წავიდა, წააგო არჩევნები, იმის მერე ქართული ოპოზიციური სპექტრი თავგამოდებულად გაურბის წარსულს და ეს არის ერთი უსაშველო მარათონი ამ ადამიანების წარსულიდან განრიდების. გაურბიან თავის წარსულს, არ უნდათ ამ წარსულის გახსენება, არადა წარსული ახსენებს ყველაფერს იმას რა უკეთებიათ ამ ადამიანებს, მათ ბელადებს, მათ გულშემატკივრებს, მათ პატრონებს საქართველოში. არა მხოლოდ სხვათა შორის 12 წლამდე, არამედ 12 წლის მერეც რა უკეთებიათ ამ ადამიანებს ქართულ პოლიტიკაში. ასე რომ, არაფერი ახალი ამაში არ არის და ეს არის უბრალოდ გადამღერება იმ ძველისა, რაც მე მგონი არც არავის დავიწყებია და რაც ძალიან მძიმე ასოციაციებს იწვევს ადამიანების შეგნებაში“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,231 ნახვა