ბატონო რომან, რატომ მანიპულირებთ? თქვენ ხომ კარგად იცით, რომ ნაცმოძრაობის დროინდელი ეკონომიკური ზრდა განპირობებული იყო არა კარგი ეკონომიკური პოლიტიკით, არამედ იმით, რომ, ზოგადად, მსოფლიო ეკონომიკა უფრო სწრაფად იზრდებოდა, – ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის განცხადებას, რომლის თანახმად 2004-2012 წლებში საშუალო წლიური ეკონომიკური ზრდის ტემპი 6,2%-ს, ხოლო 2013-2023 წლებში 4,5%-ს შეადგენდა.
ნიკოლეიშვილის თქმით, მსოფლიო ბანკის მონაცემებზე დაკვირვებით ჩანს, რომ „ნაცმოძრაობის“ დროს ქვეყანაში კატასტროფა ხდებოდა.
„ბატონო რომან, რატომ მანიპულირებთ? თქვენ ხომ კარგად იცით, რომ ნაცმოძრაობის დროინდელი ეკონომიკური ზრდა განპირობებული იყო არა კარგი ეკონომიკური პოლიტიკით, არამედ იმით, რომ, ზოგადად, მსოფლიო ეკონომიკა უფრო სწრაფად იზრდებოდა. უფრო მეტიც, თუ უფრო საფუძვლიანად ჩახედავთ მსოფლიო ბანკის მონაცემებს და თავს დაანებებთ იაფფასიან მანიპულაციას, კარგ რამეებს აღმოაჩენთ. თუ გეზარებათ, დაგიკონკრეტებთ – ჩვენი ჯგუფის (დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე) ქვეყნების და ასევე ჩვენი ეკონომიკის მასშტაბის ჩვენი ორი მეზობლის ეკონომიკურ ზრდებს კარგად თუ დააკვირდებით, აღმოაჩენთ, რომ ზუსტად ნაცმოძრაობის დროს ხდებოდა კატასტროფა ქვეყანაში. 2004-2012 (საშუალო შეწონილი ზრდები): დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყნები – 6,70 სომხეთი – 6,45 აზერბაიჯანი – 13,78 (!!!) საქართველო – 6,24 ანუ, ამ წლებში საქართველო ეკონომიკური ზრდის კუთხით იყო მაჩანჩალა ქვეყანა 2012-2022 წლების საშუალო ზრდები დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყნები – 4,26 სომხეთი – 4,18 აზერბაიჯანი – 1,66 საქართველო – 4,27 ანუ, “ქართული ოცნების” პერიოდში საქართველო ეკონომიკური ზრდის კუთხით არის ლიდერი. P.S. – გიყვართ თქვენ რიცხვები და სანამ რამეს დაწერთ კარგად გადახედეთ ხოლმე მონაცემებს“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.