GD Banner
პოლიტიკა

ბექა დავითულიანი დავით არახამიას განცხადებაზე-ყველა დამნაშავე და ძებნილი გამოგზავნოს საქართველოში, ბოდიში მოიხადოს იმ შეურაცხყოფისთვის, რაც ქართულ სახელმწიფოს მიაყენეს, ამის მერე შეგვიძლია ურთიერთობის განმუხტვაზე ვილაპარაკოთ

„ვიღაც არახამია სულელურ მოწოდებებს აკეთებს, ჩვენ რომ მის მოწოდებებს ავყოლოდით ახლა გაგანია ომი გვექნებოდა ქვეყანაში. არახამია არავინ არის. ნულოვანი ფიგურაა თავის ქვეყანაში, არ იცნობდა ერთი კაციც კი ომი რომ დაიწყო“-ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

დავითულიანმა უკრაინელი მაღალჩინოსნის, დავით არახამიას განცხადებას უპასუხა, რომლის თქმითაც, უკრაინასთან ურთიერთობის ნორმალიზაციისთვის საქართველომ უნდა შეწყვიტოს ავიამიმოსვლა რუსეთთან და გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი. დავითულიანის თქმით, დავით არახამია არ წარმოადგენს სერიოზულ პოლიტიკურ ფიგურას.

„დავით არახამია თავის ქვეყანაში არის ჩვეულებრივი ჯამბაზი. ის არ არის სერიოზული პოლიტიკური ფიგურა, თუმცა ცდილობს რომ ასეთი იყოს. მას აქვს სამი მოწოდება ურთიერთობების განმუხტვისთვის. ეს არის დამნაშავე სააკაშვილის გამოშვება, რომელიც შეფარებული ჰყავდა ამდენი წელი. ეს არის ფრენების აკრძალვა და ჩვენ რომ მოგვიწოდებს ფრენების აკრძალვისკენ, მის ტერიტორიაზე გადის რუსული გაზი ევროპაში და რატომ არ უთიშავს რუსულ გაზს? რუსული გაზი ჩვეულებრივად მოძრაობს ტრანზიტით უკრაინის გავლით ევროპისკენ და მერე ფული ერიცხება რუსეთს და იმ ფულით კლავენ სამწუხაროდ უკრაინელ ჯარისკაცებს. რატომ არ უკრძალავენ თვითონ? და ჩვენ მოგვიწოდებს ეს უტიფარი ადამიანი რაღაცისკენ. სისულელეა, ჯამბაზია ჩვეულებრივი დავით არახამია“.-აღნიშნა დავითულიანმა.

როგორც ბექა დავითულიანი აცხადებს, თუ ურთიერთობების განმუხტვა უნდა უკრაინას საქართველოსთან, საჭიროა ყველა დამნაშავე და ძებნილი გამოგზავნონ საქართველოში და ბოდიში მოიხადონ იმისთვის, რომ ომში ჩათრევის და მეორე ფრონტის გახსნისთვის ყველაფერს აკეთებდნენ.

„თუ ურთიერთობების განმუხტვა უნდა უკრაინას საქართველოსთან, მაშინ მე ვეტყვი მისი არეული ურთიერთობები როგორ უნდა განმუხტოს- ყველა დამნაშავე და ძებნილი საქართველოს მხრიდან დაუყოვნებლივ ექსტრადიციით უნდა გამოგზავნოს საქართველოში. ბოდიში უნდა მოიხადოს იმ შეურაცხყოფისთვის, რაც ქართულ სახელმწიფოს მიაყენეს ამდენი წლის განმავლობაში. ბოდიში უნდა მოიხადოს იმისთვის, რომ ომში ჩათრევის და მეორე ფრონტის გახსნისთვის მართლა ყველაფერს აკეთებდნენ. მადლობა გადაუხადოს იმ ქართველ მებრძოლებს, რომლებიც დღეს უკრაინისთვის სისხლს ღვრიან და თვითონ უნდა გადმოდგას ნაბიჯი. ამის მერე შეგვიძლია ურთიერთობის განმუხტვაზე ვილაპარაკოთ და ეს იქნება სწორი მათი მხრიდან და როგორც მინიმუმ ელჩი დააბრუნოს ამდენი ხანი რომ ჰყავს გაწვეული. მერე გამოვიდეს და მისცეს თავს უფლება რომ იქნებ შემირიგდეთ- ამ ტონით გვესაუბროს და არა იმ ტონით რა ტონითაც ეს ჯამბაზი დღეს საუბრობს“-განაცხადა ბექა დავითულიანმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,904,180 ნახვა