GD Banner
პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: რაც “ქართულმა ოცნებამ” „მეგობრებს“ უარი უთხრა მონობაზე, მეორე ფრონტის გახსნაზე, რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე, ლგბტ პრაიდების ჩატარებაზე და დაიწყო დამნაშავე “ნაცების” გასამართლება, “დაუძინებელი მეგობრებისათვის” საქართველოს ხელისუფლება მიუღებელი გახდა

გარე „მეგობრები“ მოგვიწოდებენ, ქართველი მოსამართლეების კეთილსინდისიერების და კომპეტენციის შემოწმება („ვეტინგი“) ჩვენ, უცხოელებმა უნდა მოვახდინოთ, ანუ ჩვენ უნდა დაგინიშნოთ მოსამართლეებიო. ამას გვიკიჟინებენ ის „დაუძინებელი მეგობრები“, რომლებიც 9-წლიანი რეჟიმის დროს, არ ამჩნევდნენ, რომ ქართულ სასამართლოში გამამართლებელი განაჩენების ყოველწლიური რაოდენობა 1-2 ათეული იყო. მოსამართლეები პროკურატურის ნოტარიუსებად მუშაობდნენ, – წერს არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, დასავლელი ექსპერტების შეშფოთება ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქობაზე, ეფუძნება არა რეალურ საფუძვლებს, არამედ, იმ მიზანს, რომ საქართველოს ხელისუფლებაში თავიანთი ინტერესების გამტარებელი მონები ჰყავდეთ.

კაკაბაძის თქმით, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლება დასავლეთისადმი მონურ მორჩილებას ავლენდა, მაშინ არც ივანიშვილის ოლიგარქობა აღელვებდათ, არც პატიმრების სისტემური ცემა-წამება და სხვა დანაშაულები, რასაც წინა ხელისუფლების წარმომადგენლები სჩადიოდნენ.

“დენორმალიზაცია ორმაგი სტანდარტის გამოვლინების კლასიკური მაგალითია ის, რაც ბოლო დღეებში ხდება საქართველოსთან მიმართებაში ჩვენი „დაუძინებელი მეგობრების“ მხრიდან. დღეს საქართველოს სასამართლოებში გამამართლებელი განაჩენების ყოველწლიური რაოდენობა 500-დან 1000-ის ფარგლებში მერყეობს. გარე „მეგობრები“ მოგვიწოდებენ, ქართველი მოსამართლეების კეთილსინდისიერების და კომპეტენციის შემოწმება („ვეტინგი“) ჩვენ, უცხოელებმა უნდა მოვახდინოთ, ანუ ჩვენ უნდა დაგინიშნოთ მოსამართლეებიო. ამას გვიკიჟინებენ ის „დაუძინებელი მეგობრები“, რომლებიც 9-წლიანი რეჟიმის დროს, არ ამჩნევდნენ, რომ ქართულ სასამართლოში გამამართლებელი განაჩენების ყოველწლიური რაოდენობა 1-2 ათეული იყო.

მოსამართლეები პროკურატურის ნოტარიუსებად მუშაობდნენ. სასამართლო პროცესებზე ვიდეოკამერების კი არა, მობილური ტელეფონის გამოჩენაც დანაშაულად ითვლებოდა. ასეთ სასამართლოებთან ჩვენს “მეგობრებს” პრეტენზია არ ჰქონიათ, პირიქით, სისხლიან რეჟიმს „დემოკრატიის შუქურას“ უწოდებდნენ. მაშინ არ იღებდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ რეზოლუციებს, არ გმობდნენ ელიტურ კორუფციას, არ ეძებდნენ ოლიგარქებს მაშინაც კი, როცა ბიძინა ივანიშვილი გაცხადებულად უხდიდა ხელფასებს მინისტრებს, მაღალი თანამდებობის პირებს, აფინანსებდა პოლიციის რეფორმასა თუ ხელისუფლების სხვადასხვა აქტივობებს. მარტო ამითაც სრულიად აშკარაა, რომ დასავლელი ექსპერტების შეშფოთება ივანიშვილის ოლიგარქობაზე, ეფუძნება არა რეალურ საფუძვლებს, არამედ, იმ მიზანს, რომ საქართველოს ხელისუფლებაში ჰყავდეთ მათი ინტერესების გამტარებელი მონები.

ამ ყოველივეს ისინი ევროპელობისა და ღირებულებების დაცვის ლამაზი სიტყვებით ფუთავენ: როდესაც სააკაშვილის ხელისუფლება დასავლეთისადმი მონურ მორჩილებას ავლენდა, მაშინ არც ივანიშვილის ოლიგარქობა აღელვებდათ, არც პატიმრების ცემა-წამება, რომელსაც სისტემური სახე ჰქონდა, არც სახელმწიფოს მიერ დანერგილი ბიზნესის რეკეტი და არც სხვა ათასი უბედურება, რომელიც მაშინ საქართველოს მოსახლეობას გაუსაძლის პირობებში ამყოფებდა. მას მერე, რაც “ქართულმა ოცნებამ” „მეგობრებს“ უარი უთხრა უპირობო მონობაზე, მეორე ფრონტის გახსნაზე, რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე (რაც საქართველოს ეკონომიკის დანგრევას გულისხმობდა), ლგბტ პრაიდების ჩატარებაზე და დაიწყო დამნაშავე ნაცების გასამართლება, “დაუძინებელი მეგობრებისათვის”, საქართველოს ხელისუფლება გახდა „ცუდი“ და მიუღებელი.

ამის შემდეგ „მეგობრების“ მხრიდან გაჩნდა ახალი მიდგომა – საქართველოს ხელისუფლება არ ვარგა, მაგრამ ქართველი ხალხი კარგია და ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართო. კარგად გვახსოვს, “დაუძინებელი მეგობრები” იმ ხელისუფლების გვერდით იდგნენ, რომელიც 9 წელი ქართველ ხალხს აწამებდა, ხოცავდა, აკულაკებდა, ბიზნესს არეკეტებდა, უსამართლობას თესავდა, მედიებს არბევდა, მაგრამ საკუთარ მეპატრონეებს ყველა მოთხოვნას უსრულებდა. იმ დროს “დაუძინებელ მეგობრებს” ქართველი ხალხის ქუჩებში დახვრეტა, წამება, ძარცვა და ღირსების შელახვა საერთოდ არ აღელვებდა. ხდებოდა პირიქით, საქართველოს ინტერესების ხარჯზე, საკუთარი ინტერესებისთვის, ხელისუფლებაში მყოფ ნებისმიერ ძაღლიშვილს პატრონობდა.

დღეს იგივე „მეგობრები“ გვიმტკიცებენ: საქართველოში ყველა სხვა დროსთან შედარებით უკეთესი (და არა იდეალური) სასამართლო სისტემა რომ არსებობს, ეს არანორმალურია და უნდა შეიცვალოს, სისხლის სამართლის დამნაშავე ადეიშვილს, ევროპულ სტრუქტურებში პატივით რომ იღებენ, ეს ნორმალურია და ასე უნდა იყოსო, თუ საპარლამენტო არჩევნებში ხელისუფლება ობიექტურად გაიმარჯვებს, ეს არანორმალური იქნებაო, ხოლო ისინი სადისტურ რეჟიმს „დემოკრატიის შუქურას“რომ უწოდებდნენ, ეს თურმე ნორმალური იყო, თუ ადამიანი სქესის შეცვლას მოინდომებს, ეს ნორმალურიაო, ხოლო თუ ამის პროპაგანდას ვინმე ეწინააღმდეგება, ეს თურმე არანორმალურია, თუ ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონება მოხდება, ეს ნორმალურიაო, ხოლო თუ ამას ვინმე შეეწინააღმდეგება, ეს არანორმალურიაო. ერთი სიტყვით, ჩვენი „დაუძინებელი მეგობრები“ ცდილობენ საუკუნეების მანძილზე დადგენილი და ნორმად აღიარებული- არანორმალურად წარმოაჩინონ და პირიქით-არანორმალური ნორმად გვაღიარებინონ. მოკლედ ჩვენგან ისინი დენორმალიზაციას მოითხოვენ.” – წერს ნანა კაკაბაძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,229 ნახვა