GD Banner
პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: უკრაინა დღეს მართლა უმძიმეს ვითარებაშია, მაგრამ რუსეთის აგრესიასთან ერთად ამაში ლომის წილი “არახამიასებრთა” ხელისუფლებაში ყოფნას მიუძღვის

“არახამიასებრი” ჭკუის დამრიგებლების ადგილას სააკაშვილის გათავისუფლების აკვიატებული მოწოდების მაგივრად, თუნდაც იმ ექვსი უკრაინის მოქალაქის ბედით დავინტერესდებოდი, რომლებსაც ქართველი მესაზღვრეები და მოხალისეები “დარიალის” გამშვებ პუნქტზე თვეებია საკვებით და სიგარეტით ამარაგებენ, მხოლოდ იმიტომ, რომ “არახამიასებრი” საკონსულო თბილისში არ ახდენს საკუთარი უსაბუთოდ დარჩენილი მოქალაქეების ელემენტარულ იდენტიფიცირებას, – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თქმით, „უკრაინა დღეს არის ძალიან მძიმე ვითარებაში, უკრაინელი ხალხი არის ომის მდგომარეობაში, აქედან გამომდინარე ჩვენ პირველ რიგში პატივს ვცემთ უკრაინელ ხალხს და შესაბამისად, არ ვაპირებთ არახამიასთან თუ სხვა პოლიტიკოსებთან პოლემიკაში შესვლას“.

ქართველიშვილის თქმით, უკრაინა დღეს მართლა უმძიმეს ვითარებაშია, მაგრამ რუსეთის აგრესიასთან ერთად ამაში ლომის წილი “არახამიასებრთა” ხელისუფლებაში ყოფნას მიუძღვის.

„ბუზების კატლეტისაგან გარჩევა საქართველოს არასდროს შეშლია – არც უკრაინის და არც აგრესორი რუსეთის მიმართ, სადაც თითოეული ჩვენი “რუსეთუმეობა” მხოლოდ ქვეყნის სრულ (!) დეოკუპაციაზე გადის. ასევე არაფერი შეგვშლია უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის კუთხით, გნებავთ უკრაინაში და გნებავთ საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე. “არახამიასებრი” ჭკუის დამრიგებლების ადგილას სააკაშვილის გათავისუფლების აკვიატებული მოწოდების მაგივრად, თუნდაც იმ ექვსი უკრაინის მოქალაქის ბედით დავინტერესდებოდი, რომლებსაც ქართველი მესაზღვრეები და მოხალისეები “დარიალის” გამშვებ პუნქტზე თვეებია საკვებით და სიგარეტით ამარაგებენ, მხოლოდ იმიტომ, რომ “არახამიასებრი” საკონსულო თბილისში არ ახდენს საკუთარი უსაბუთოდ დარჩენილი მოქალაქეების ელემენტარულ იდენტიფიცირებას. სანამ სააკაშვილის ბედზე გაგვიბედავდნენ ხმამაღლა საუბარს, “არახამიასებრთა” ყურადღებას მივაქცევდი “ემნესთი ინთერნეიშენელზის” უკანასკნელი ანგარიშების მიმართ, სადაც ნათლადაა აღწერილი უკრაინის ციხეებში არსებული მდგომარეობა. და რადგან არახამია პერიოდულად გვახსენებს თავის ქართულ წარმომავლობას – ერთხელ მაინც დაინტერესებულიყო იქაურ ციხეებში საქართველოს მოქალაქეთა ბედით, “ვივამედში” უკრაინის მოქალაქის “პატიმრობასთან” შედარების მოყვანის მიზნით. უკრაინა დღეს მართლა უმძიმეს ვითარებაშია, მაგრამ რუსეთის აგრესიასთან ერთად ამაში ლომის წილი “არახამიასებრთა” ხელისუფლებაში ყოფნას მიუძღვის…“, – წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,231 ნახვა