GD Banner
უცხოური მედია

ირლანდიაში ოჯახური ღირებულებების შესახებ ჩანაწერის კონსტიტუციიდან ამოღებას რეფერენდუმზე მხარი არ დაუჭირეს

ირლანდიაში ოჯახური ღირებულებების ამოღების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს მოქალაქეებმა  მხარი არ დაუჭირეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ევრონიუსი“ ავრცელებს.

რეფერენდუმის პირველი პუნქტი ოჯახის კონსტიტუციური დეფენიციის გაფართოებას ეხებოდა, რომლის მიხედვითაც, ოჯახი აღრ ჩაითვლება ქორწინების კავშირზე დაფუძნებულ ცნებად, არამედ ისეთ კავშირად, რომელიც დაფუძნებულია მყარ ურთიერთიბებზე, მათ შორის ერთნაირსქესიან წყვილებშიც.

მეორე პუნქტი ეხებოდა ქალის როლის ცვლილებას, რომლის თანახმადაც, ქალის სტატუსი ოჯახში გენდერულად ნეიტრალური იქნებოდა და თითოეული ოჯახის წევრი იზრუნებდა ერთმანეზე.

რეფერენდუმის შედეგს ირლანდიის პრემიერ-მინისტრი ლეო ვარადკარი გამოეხმაურა.

„ჩვენი პასუხისმგებლობა იყო უმრავლესობის დარწმუნება, რომ ხმა მიეცათ ამ ცვლილებისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ეს ვერ შევძელით“, – განაცხადა ვარადკარმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,958 ნახვა