“მიმაჩნია, რომ 8 მარტის პროტესტები იყო სწორი მიმართულების პროტესტები და მინდა, იმ ახალგაზრდებს დიდი მადლობა ვუთხრა,” – ამ განცხადებას საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აკეთებს.
როგორც სააკაშვილი ამბობს, 2023 წლის 8 მარტის აქციებს სწორი მიმართულება ჰქონდა, რადგან ახალგაზრდები რუსული კანონის მიღებას დაუპირისპირდნენ.
ერთი წელია 8 მარტის გამოსვლების და ის უკავშირდება იმას, რომ პროტესტები ყველა მთავრობის დროს ხდებოდა. მიმაჩნია, რომ 8 მარტის პროტესტები იყო სწორი მიმართულების პროტესტები და მინდა, იმ ახალგაზრდებს დიდი მადლობა ვუთხრა, ვინც არ დაუშვა რუსული კანონის მიღება,“ – ამბობს სააკაშვილი.
Facebook Comments Box