GD Banner
პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე “ვეტინგზე”: “ნაცები” და მათი პატრონები როდის გაჩერდებიან იცით? როდესაც სასამართლოში დასხდებიან მათი მომხრეები და ხელისუფლებას ხალხის არჩევანის გარეშე ჩაიგდებენ ხელში

თქვენ გვთავაზობთ, რომ გავიზიაროთ ალბანეთის მაგალითი, რომელიც დაახლოებით 40 პუნქტით უკან არის სასამართლოსთან დაკავშირებული შეფასებით მსოფლიო რეიტინგებში. თქვენ გვთავაზობთ, რომ გავხდეთ უფრო ცუდები, ამ რეფორმამ ალბანეთს მოუტანა ის, რომ ჩამოგვრჩება რამდენიმე ათეული პუნქტით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ე.წ. “ვეტინგის” თემაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას “ვეტინგის” სისტემის შემოღება არა კეთილსინდისიერებისთვის, არამედ დამოუკიდებელი მოსამართლეებისგან სასამართლო სისტემის გასაწმენდად სურს. საბოლოო მიზანი კი სასამართლოების “ნაცი” მოსამართლეებით დაკომპლექტებაა, რაც მდინარაძის განცხადებით, ხალხის არჩევანის გარეშე ხელისუფლების ხელში ჩაგდების გზაა.

“გვთავაზობთ, რომ გადავიღოთ ალბანეთის, მოლდოვის, უკრაინის მაგალითები, რომლებიც ჩვენ ჩამოგვრჩებიან. რაღაცაში უფრო წინ ვართ და თქვენ გვეუბნებით, ვინც უკან არის, მივბაძოთ იმას – რანაირი მიდგომაა ეს?! ამ დროს, გამოდის, კეთილსინდისიერებაზე კი არ არის საუბარი, მართლაც წმენდაზეა ლაპარაკი, რომ უნდა გაწმინდონ დამოუკიდებელი მოსამართლეებისგან და დასვან “ნაცი” მოსამართლეები. საბოლოო მიზანი ეს არის. ნაცები და მათი პატრონები როდის გაჩერდებიან იცით? როდესაც სასამართლოში დასხდებიან მათი მომხრეები და ხელისუფლებას ჩაიგდებენ ხელში. ეს არის გზა იმისაკენ, რომ ხალხის არჩევანის გარეშე ჩაიგდონ ხელისუფლება ხელში. ამის უფლებას და საშუალებას არ ვაძლევთ.” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,217 ნახვა