ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პოსტზე მიხეილ სარჯველაძის დანიშვნას სოციალურ ქსელში აფასებს.
მისი განცხადებით, სარჯველაძეს საქმისადმი სერიოზული მიდგომა, პროფესიონალიზმი და პატიოსნება ახასიათებს, ამის გარდა, მას მენეჯერული გამოცდილებაც გააჩნია.
“ახალ ჯანდაცვის მინისტრს, წარმატებებს ვუსურვებ! ამ ადამიანს გარდა იმისა , რომ შესანიშნავი განათლება გააჩნია, ახასიათებს ნებისმიერი საქმისადმი საკმაოდ სერიოზული მიდგომა, პროფესიონალიზმი და პატიოსნება. ახლა ამ ყველაფერს მის მენეჯერულ გამოცდილებასაც თუ დაუმატებთ, ადვილი მისახვედრია, რომ ბატონი მიხეილ სარჯველაძე მართლაც წარმატებული მინისტრი იქნება.” – წერს ნიკოლეიშვილი.
Facebook Comments Box