GD Banner
პოლიტიკა

ედიშერ გვენეტაძე: კიდევ ერთხელ მკაფიოდ დადასტურდა, რომ ოპოზიციად წოდებულნი, გამტარებელი არიან იმ პოლიტიკის, რასაც საქართველოში ლგბტ პროპაგანდა და გაუკუღმართებული ცხოვრების წესის დანერგვა ჰქვია

კიდევ ერთხელ მკაფიოდ დადასტურდა, რომ აქ არსებული ე.წ. ოპოზიციად წოდებულნი, სინამდვილეში კი მეხუთე კოლონის წარმომადგენელნი, გამტარებელი არიან იმ პოლიტიკის, რასაც საქართველოში ლგბტ პროპაგანდა და გაუკუღმართებული ცხოვრების წესის დანერგვა ჰქვია! – ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, პრემიერ- მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თქმითაც, ფსევდოლიბერალური პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტთან დაკავშირებით ოპოზიცია პოზიციის დაფიქსირებისგან თავს იკავებს და ეს არის მათი პოლიტიკური გადაწყვეტილება.

გვენეტაძის თქმით, ოპოზიცია აკეთებს იმას, რისთვისაც რეალურად დაქირავებული ჰყავთ თავიანთ პატრონებს.

„”კოკასა შიგან, რაცა დგას იგივე წარმოდინდებისო”- ამბობს ქართველი კაცი! ამიტომაც ე.წ. ოპოზიცია აკეთებს იმას, რისთვისაც ეს მანქურთები რეალურად დაქირავებული ჰყავთ თავიანთ პატრონებს! რაც მთავარია ეტყობა, თავადაც ამასვე ფიქრობენ და აქეთ არიან ბიოლოგიურად და შინაგანად მოწოდებულნი ეს უსამშობლონი! ანუ კიდევ ერთხელ მკაფიოდ დადასტურდა, რომ აქ არსებული ე.წ. ოპოზიციად წოდებულნი! სინამდვილეში კი მეხუთე კოლონის წარმომადგენელნი, გამტარებელი არიან იმ პოლიტიკის, რასაც საქართველოში ლგბტ პროპაგანდა და გაუკუღმართებული ცხოვრების წესის დანერგვა ჰქვია!“- წერს ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,217 ნახვა