9 მარტს, 13.00 საათზე, ზუგდიდში, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ზუგდიდის, მესტიის, ჩხოროწყუს, ხობის, სენაკის, მარტვილის, აბაშის, ფოთისა და წალენჯიხის პარტიული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდებიან.
შეხვედრას დაესწრება სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, გიორგი გუგუჩია. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე პარტიულ აქტივს 100 დღის განმავლობაში, 10 რეგიონში შეხვდება. პირველი შეხვედრა აჭარაში გაიმართა.
მისამართი: ზუგდიდი, ჯანაშიას ქუჩა, 12; ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრი
Facebook Comments Box