GD Banner
საზოგადოება

დიმიტრი გვრიტიშვილი: საქართველოში „ვეტინგის“ პროცედურის განხორციელების აუცილებლობა არ არსებობს

ვფიქრობთ, რომ საქართველოში „ვეტინგის“ პროცედურის განხორციელების აუცილებლობა არ არსებობს, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მოქმედი მოსამართლეების უმრავლესობის კეთილსინდისიერება და კომპეტენტურობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უმაღლეს დონეზე უკვე შემოწმებული და დადასტურებულია.

„მოქმედი მოსამართლეების, რომელთა დიდი უმრავლესობა თანამდებობაზე უკვე უვადოდ არის გამწესებული, კეთილსინდისიერებაც და კომპეტენტურობაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უმაღლეს დონეზე უკვე შემოწმებული და დადასტურებულია. ამიტომ რაღაც დამატებითი დადასტურება-გამოკვლევა, მით უმეტეს ვიღაც უცხოელი აქტორების ჩართულობით, რომლებსაც თურმე, გადამწყვეტი ხმის უფლება უნდა ჰქონდეთ ამ პროცედურაში, აბსოლუტურად მიუღებელია და ვფიქრობთ, რომ სახელმწიფოს სუვერენიტეტზე უარის თქმის ტოლფასიც იქნება“, – აღნიშნა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

ე.წ. ვეტინგის სისტემა, ანუ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმი – რატომ არის მიუღებელი და საქართველოს შემთხვევაში გაუმართლებელი, ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა ისაუბრა. მოქმედი მოსამართლე კონკრეტულ რისკებზე საუბრობს და ალბანეთის მაგალითი მოჰყავს.

ე.წ ვეტინგის სისტემაში სერიოზულ საფრთხეს ხედავს მმართველი გუნდიც. უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ სისტემა, რომლის შემოღებასაც ოპოზიციის ნაწილი ითხოვს, მიმართულია მართლმსაჯულების სისტემის დასამორჩილებლად.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,263 ნახვა