GD Banner
პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე ანტიპროპაგანდისტულ ინიციატივაზე: ოპოზიცია კვლავ მხდალი დამოკიდებულებით წარმოაჩენს საკუთარ შესაძლებლობებს – საკითხებს, რომლებიც საზოგადოების მხრიდან აქტუალურია, ცდილობენ ზურგი შეაქციონ

ოპოზიცია კვლავ მხდალი დამოკიდებულებით წარმოაჩენს საკუთარ შესაძლებლობებს, – ასე აფასებს მიხეილ სარჯველაძე ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობაზე ოპოზიციის უარს.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ოპოზიცია ამ დისკუსიაში შესვლას თავს იმ მიზეზით შეიძლება არიდებდეს, რომ ქართული საზოგადოების განწყობები შეიძლება არ ემთხვეოდეს იმ ხალხის განწყობებს, რომელთანაც ოპოზიცია საკუთარ თავს ანგარიშვალდებულად მიიჩნევს.

„როგორც ჩანს ისინი არ აპირებენ ამ დისკუსიაში ჩართვას. ის საკითხები, რომლებიც აქტუალურად მიიჩნევა საზოგადოების მხრიდან, ცდილობენ ზურგი შეაქციონ. ცდილობენ, ამ საკითხებზე დისკუსიაში შესვლა რაღაცნაირად აირიდონ იმიტომ, რომ შეიძლება ჰქონდეთ იმის შიში, რომ ქართული საზოგადოების განწყობები შეიძლება არ ემთხვეოდეს იმ ხალხის განწყობებს, რომელთანაც ოპოზიცია საკუთარ თავს ანგარიშვალდებულად მიიჩნევს“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

ოპოზიცია ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ საკანონმდებლო ინიციატივის მომზადებას არ ეთანხმება და არც კანონპროექტის განხილვაში მიიღებს მონაწილეობას.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,218 ნახვა