უკრაინას შეუძლია შეაჩეროს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის აგრესია, თუ შეერთებული შტატები მას საჭირო იარაღს მიაწვდის, – აღნიშნულის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა ჯო ბაიდენმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ბაიდენის თქმით, სამოქალაქო ომის შემდეგ დემოკრატიაზე ასეთი დარტყმა არ ყოფილა.
„პუტინი შეიჭრა უკრაინაში. ის უკრაინაზე არ გაჩერდება, უკრაინას შეუძლია შეაჩეროს პუტინი, თუ ჩვენ მათ იარაღს მივცემთ“, – აღნიშნა ბაიდენმა.
ბაიდენმა დასძინა, რომ უკრაინისთვის დახმარების მიწოდებას ბლოკავენ ისინი, ვისაც სურთ, მსოფლიო „ლიდერობისგან უკან დავიხიოთ“.
13 თებერვალს, აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა უკრაინის ფინანსური დახმარების გაწევის კანონპროექტს, მაგრამ წარმომადგენელთა პალატას ის ჯერ არ დაუმტკიცებია.
Facebook Comments Box