ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება, ბუნებრივია, ჩვენს რეიტინგს კიდევ უფრო მეტად წაახალისებს. წარმოუდგენელია სხვანაირად, ამხელა ავტორიტეტის მქონდე კაცი და ასეთი გონებრივი შესაძლებლობების მქონე კაცი გყავდეს აქტიურად ჩართული პოლიტიკაში პოლიტიკურ გუნდს და მას ჰქონდეს სურვილი ამის გაკეთების და ამან ერთი-ორად არ გაგიზარდოს შანსები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი არის უდიდესი დამატებითი სტიმული „ქართული ოცნების“ ამომრჩევლისთვის. აქედან გამომდინარე ჩვენ კიდევ უფრო თამამად ვლაპარაკობთ საკონსტიტუციო უმრავლესობაზე. როდესაც საუბრობენ კოალიციაზე, აქ იგულისხმება „ნაცმოძრაობის“ დომინირებით კოალიციის შექმნა. არანაირი კოალიცია საჭირო არ იქნება, ყველა რეიტინგი ამაზე მეტყველებს და შესაბამისად, ხალხი წყვეტს იმას, რომ 60%-მდე მხარდაჭერა აქვს „ქართულ ოცნებას“. ამ მხარდაჭერას ხალხი დააფიქსირებს არჩევნებზე“, – აღნიშნა მდინარაძემ.