GD Banner
საგარეო პოლიტიკა

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსები ან ჭკუიდან შეიშალნენ ან საერთოდ არ აკონტროლებენ, რას აკეთებს მათი ტერორისტული არმია

რუსები ან ჭკუიდან შეიშალნენ ან საერთოდ არ აკონტროლებენ, რას აკეთებს მათი ტერორისტული არმია, – ასე აფასებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოდესის პორტზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას, რასაც 5 ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც.

ქალაქზე სარაკეტო იერიში ოკუპანტებმა, საბერძნეთის პრემიერმინისტრის ვიზიტისას მიიტანეს. ოდესაში იმყოფებოდა ვოლოდიმირ ზელენსკიც, რომელიც საბერძნეთის პრემიერს ხვდებოდა, თუმცა არც უკრაინული და არც საბერძნეთის დელეგაციიდან, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,229 ნახვა