GD Banner
პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: მძიმე დღეები დაუდგათ ფსევდოლიბერალებს, ყველგან „ბნელი“ კონსერვატორები არიან შეტევაზე გადასულები და წარმატებას წარმატებაზე აღწევენ

მართლა მძიმე დღეები დაუდგათ ფსევდოლიბერალებს: ჯერ იყო და საბოლოოდ გადაეწურათ იმედი, რომ ტრამპს ამერიკის უზენაესი სასამართლო აუკრძალავდა არჩევნებში მონაწილეობას, მოხდა პირიქით, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი აშშ-ში შეიმჩნევა კონსერვატიული ჯგუფების გააქტიურება, ამის პარალელურად საქართველოში გააქტიურდა ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი მოძრაობა.

“ფსევდოლიბერალების შავი დღეები მართლა მძიმე დღეები დაუდგათ ფსევდოლიბერალებს: ჯერ იყო და საბოლოოდ გადაეწურათ იმედი, რომ ტრამპს ამერიკის უზენაესი სასამართლო აუკრძალავდა არჩევნებში მონაწილეობას. მოხდა პირიქით, უზენაესმა სასამართლომ გააუქმა, ერთი-ორი შტატის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ტრამპისთვის არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვის თაობაზე. მისმა ერთადერთმა და ბოლო რესპუბლიკელმა კონკურენტმა ნიკი ჰეილიმ წააგო სუპერპრაიმერი 15 დან 14 შტატში და შეწყვიტა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა. პრაიმერით, არჩევნებში ტრამპი რესპუბლიკელების უპირობო ლიდერია. დემოკრატებს შორის, ასეთივე უპირატესობით გამარჯვებული ჯო ბაიდენი ვერ გამოდგება დემოკრატების ნუგეშად, რადგან აშკარად ხვდებიან, რომ 82 წლის „მძინარე ჯოს“ გამარჯვების არავითარი შანსები არ გააჩნია მასზე 4 წლით უმცროს, მაგრამ ოთხჯერ უფრო ენერგიულ დონალდთან. ფსევდოლიბერალებს დარდი და მწუხარება გაუათმაგა, მათი ერთ-ერთი ბელადის, ა.შ.შ ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიქტორია ნულანდის მიერ პოსტის დატოვების შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ. ფსევდოლიბერალების ბოლო ლურსმანი, ყველაზე დიდი დარტყმა და ტკივილი ალბათ ისევ ამერიკის სხვადასხვა შტატებიდან მოსული ინფორმაციებია, რომელთა მიხედვით, ტეხასის შტატის სკოლებში აიკრძალა სექსუალური სწავლება, საავადმყოფოებში აიკრძალა სქესის შეცვლის სამედიცინო ოპერაციების ადგილობრივი საბიუჯეტო თანხებით დაფინანსება. ოკლაჰომას შტატში გუბერნატორმა წერილები დაუგზავნა სკოლებს, უნივერსიტეტებს და დაწესებულებებს, სადაც მიუთითა, რომ თავი შეიკავონ ლგბტ ჯგუფების ოფიციალურ ტექსტებში მოხსენიებისგან.

აქეთ საქართველოში გააქტიურდა ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი მოძრაობა, კანონმდებლები მალე ამას კანონის სახეს მისცემენ. მოკლედ, საითაც გაიხედავთ, ყველგან ეს „ბნელი“ კონსერვატორები არიან შეტევაზე გადასულები და წარმატებას წარმატებაზე აღწევენ. ვაი-ქართველი ფსევდოლიბერალების ფრონტზეც სანუგეშო აღარაფერია. იქით რომელიღაც საცხობში შესული ფსევდოლიბერალების დედოფალი ნატა ფერაძე გამოუგდიათ „ორკებს“. მოკლედ, გადაირია მსოფლიო და ერთი კარგი ლგბტ-ული რევოლუციაა საჭირო გადასარჩენად. ისევ ეგ თუ უშველის ამ გადაგვარებულ და „სიბნელის გზაზე“ შემდგარ მსოფლიოს. კარს მოგვადგა არჩევნებიც. 2024-ში ხომ საქართველოს ბედი წყდება – თუ არჩევნებში “დემოკრატიის შუქურა” ნაცები, „რუსულ ოცნებას“ ვერ დაამარცხებენ, თურმე საქართველო “აღარ იარსებებს”. ღმერთო, ერთი-ორი რუსული ცეცხლოვანი ბომბი მაინც გამოუშვი საქართველოსკენ, რომ „რუსული ოცნების“ მიერ შელახული ქვეყნის ღირსება აღვიდგინოთ. მაგრამ რად გინდა, ღმერთიც საპატრიარქოში მოკალათებულმა “პრორუსმა” პატრიარქმა, „პრორუსულ ძალებთან“ ერთად მიისაკუთრა და “პროგრესული დემოკრატიის შუქურებისკენ“ ღმერთიც აღარ იხედება… მოკლედ ასე გაუწყრათ ღმერთი, ფსევდოლიბერალებსა და მათი სექტის წევრ ქართველ ნაც-ფაშისტებს!” – წერს ნანა კაკაბაძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,220 ნახვა