GD Banner
პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე „ენჯეოებზე“: იმიტომ იბრძოლეს, იმიტომ მოატყუეს ამდენი ახალგაზრდა, იმიტომ ჩაიდინეს საუკუნის აფერა, რომ არ გასაჯაროებულიყო მათი ფინანსები, რომ თავის მხრივ, მათ პარტიები დაეფინანსებინათ

იმიტომ იბრძოლეს, იმიტომ მოატყუეს ამდენი ახალგაზრდა, იმიტომ ჩაიდინეს საუკუნის აფერა, რომ არ გასაჯაროებულიყო მათი ფინანსები, რომ თავის მხრივ, მათ პარტიები დაეფინანსებინათ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით განუცხადა.

„შარშან რომ საუკუნის აფერა ჩაიდინეს და რუსული კანონი დაარქვეს ამერიკული კანონის პირდაპირ თარგმანს, ეს მიზნად ისახავდა ერთადერთს – რომ „ენჯეო“ სექტორს არ გაესაჯაროებინა თავისი ფინანსები. იქ [კანონპროექტში] ეწერა მხოლოდ ის, რომ დეკლარირება უნდა მომხდარიყო. იმ ორ დღეში რთული იყო ამის გაანალიზება, თორემ ხალხმა ახლა უკვე გაიგო, რომ მხოლოდ დეკლარირება იყო საჭირო. იმიტომ იბრძოლეს, იმიტომ მოატყუეს ამდენი ახალგაზრდა, იმიტომ ჩაიდინეს საუკუნის აფერა, რომ არ გასაჯაროებულიყო მათი ფინანსები, რომ თავის მხრივ, მათ პარტიები დაეფინანსებინათ“, – აღნიშნა მდინარაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,217 ნახვა