აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან დებატები მოითხოვა მას შემდეგ, რაც ნიკი ჰეილიმ საპრეზიდენტო კამპანია შეაჩერა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
“მნიშვნელოვანია, ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ, რომ მე და ჯო ბაიდენმა ვიმსჯელოთ საკითხებზე, რომლებიც ასე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამერიკისა და ამერიკელი ხალხისთვის. ამიტომ, მე [მას] დებატებისკენ მოვუწოდებ, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას! მოუთმენლად ველი პასუხს”, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
Facebook Comments Box