92-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, 13 წლის ცოტნე გათენაშვილი და ნიკოლოზ ფარულავა, რომლებსაც გუშინდელი დღის მერე მთელი თბილისის მასშტაბით ეძებდნენ, პოლიციამ იპოვა. ამის შესახებ Newshub.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
ოჯახის წევრების თქმით, მოზარდებს ბოლოს 5 მარტს, გაკვეთილების შემდეგ ესაუბრნენ, რის შემდეგაც მათთან დაკავშირებას ვეღარ ახერხებდნენ.
არსებული ცნობით, ისინი ბოლოს თავისუფლების მეტროს ტერიტორიაზე ნახეს.
ჯერჯერობით უცნობია, რა ვითარებაში იპოვეს სკოლის მოსწავლეები და რას ამბობენ ისინი.
Facebook Comments Box