როდესაც ადამიანი პოლიტიკაშია, თან ენჯეო აქვს, იქიდან დაფინანსებას იღებს და პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა, მარტივი ამბავია – ენჯეოდან იღებს ფულს და ამ ფულით ეწევა პოლიტიკურ საქმიანობას – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს კანონმდებლობით დაუშვებელი და აკრძალულია.
„ეს პრობლემა კი არ არის, ეს არის მათი ენით, ჟარგონულად რომ ვთქვათ, დაფინანსების „გაპრავების“ საშუალება. ანუ, როდესაც პოლიტიკაშია ადამიანი, თან ენჯეო აქვს, იქიდან დაფინანსებას იღებს და პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა, მარტივი ამბავია, არ უნდა დიდი მსჯელობა, ენჯეოდან იღებს ფულს და ამ ფულით ეწევა პოლიტიკურ საქმიანობას. ეს არის დაუშვებელი და აკრძალული კანონმდებლობით“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
Facebook Comments Box