არსებული ინფორმაციით, საქართველოში არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე მსჯავრდებული და ბრალდებული, ყოფილი გენერალური პროკურორი – ზურაბ ადეიშვილი 24 თებერვალს გერმანიაში, ბუნდესტაგში იმყოფებოდა.
ზურაბ ადეიშვილმა შეხვედრები გერმანელ დეპუტატებთან გამართა, გარდა ამისა, გავრცელდა ფოტომასალა, სადაც ისუკრაინის გენერალურ პროკურორთან ერთად ბუნდესტაგში ლოჟაში ზის.
ფაქტს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა:
„როდესაც ასეთ ადამიანს იღებენ სხვადასხვა დაწესებულებაში, განსაკუთრებით როდესაც საქმე გერმანიის პარლამენტს ეხება და იქ სტუმრების ლოჟაში არის უკრაინის გენერალურ პროკურორთან ერთად, ეს, რა თქმა უნდა, იმედგამაცრუებელია, ერთი მხრივ, და ზუსტად ასეთი ფაქტები უწყობს ხელს ანტიევროპული განწყობების გაღვივებას ქართულ საზოგადოებაში“,- აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.