პრეზიდენტი გახდა „ნაციონალური მოძრაობის“ რიგითი აქტივისტი. ის ჩაეწერა იმ ადამიანთა რიგში, რომლებიც არ ერიდებიან პატრიარქზე თავდასხმასაც, შესაბამისად, ჩვენ ქალბატონი სალომესგან აღარაფერი გვიკვირს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„მან (პრეზიდენტმა) გაბედა ის, რაც გაბედა ამ ქვეყანაში სულ 5-6-მა ყველაზე თავზეხელაღებულმა „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტმა. მაგალითად ბერძენიშვილმა, რომელიც ყოველთვის ებრძვის სიწმინდეებს, ეკლესიასა და პატრიარქს. მათ რიგში ჩაეწერა სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც, უდიდესი ალბათობით, დავალების შესაბამისად, საქართველოს პატრიარქზე იერიში მიიტანა“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
Facebook Comments Box