GD Banner
პოლიტიკა

ამირან სალუქვაძე: როცა ხაზარაძე რუსეთში პირველი საეჭვო მილიონის საშოვნელად დარბოდა, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს დახმარებას უწევდა – მარტო სახელწოდებებს დააკვირდით, 90-იანებში ხაზარაძე აფუძნებს შპს “შანსს”, ხოლო ივანიშვილი ფონდ “ქართუს” ასეთ რამეს კაჟაია ბულავაც არ იკადრებდა.

როცა ხაზარაძე რუსეთში პირველი საეჭვო მილიონის საშოვნელად დარბოდა, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ტრაქტორებს უგზავნიდა და სხვა სახის დახმარებას უწევდა. უკვე 1995 წლიდან დააარსა ფონდი “ქართუ”. რა ბიუჯეტი, რის ბიუჯეტი?! – ასე ეხმიანება ექსპერტი ამირან სალუქვაძე, მამუკა ხაზარაძის მიერ ბიძინა ივანიშვილის შესახებ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში.

როგორც სალუქვაძე აღნიშნავს, ხაზარაძის მიერ ტვ პირველის ეთერში გაკეთებული განცხადება “რომ ამოუჩემებიათ ქველმოქმედება, ქველმოქმედება, ბიუჯეტი თუ გაყვლიფე, მასე ყველა იქნება ქველმოქმედი” – ცუდ ტონად ითვლება, ვინაიდან, ქველმოქმედებას არ აკრიტიკებენ.

ექსპერტის თქმით, ბიძინა ივანიშვილს ქველმოქმედების მეტი წილი გაწეული აქვს პოლიტიკაში მოსვლამდე და რომ არა მის მიერ შექმნილი დახმარების ფონდები, სააკაშვილიც ვერაფერს გააკეთებდა.

“ასეთ რამეს კაჟაია ბულავაც არ იკადრებდა. როცა ხაზარაძე რუსეთში პირველი საეჭვო მილიონის საშოვნელად დარბოდა, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ტრაქტორებს უგზავნიდა და სხვა სახის დახმარებას უწევდა. უკვე 1995 წლიდან დააარსა ფონდი «ქართუ». რა ბიუჯეტი, რის ბიუჯეტი?! ჯერ მარტო სახელწოდებებს დააკვირდით. 90-იანებში ხაზარაძე აფუძნებს შპს «შანსს», ხოლო ივანიშვილი ფონდ «ქართუს». ახლა მისი ტვ-დან რომ გვიხსნის რა სხვაობაა მასსა და ბიძინას შორის, სახელების შერჩევაშიც ჩანს სხვაობა. ათასჯერ მაქვს დაწერილი, რომ ქველმოქმედებას არ აკრიტიკებენ, არაა მიღებული, ცუდ ტონად ითვლება. ქველმოქმედებაში ეჯიბრებიან. კრიტიკა არ მოსულა. თუ შნო გაქვს, გააკეთე მეტი. სააკაშვილს რეფორმებს რომ უფინანსებდა, ბიუჯეტიდან გამოჰქონდა თუ შეჰქონდა? ჩხირს ვერ გადააბრუნებდა სააკაშვილი ბიძინას დახმარების ფონდები რომ არ შეექმნა. ქველმოქმედების მეტი წილი გაწეული აქვს პოლიტიკაში მოსვლამდე. აღარ იციან რა ქნან, ოღონდ 3%-დან ამოხტნენ.” – წერს ამირან სალუქვაძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,218 ნახვა