GD Banner
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ცესკო-მ დაამტკიცა, მათ შორის ბოლო – 2021 წლის არჩევნებზე, რომ შეუძლია სწორად, გამართულად არჩევნების ჩატარება. თუ რადიკალური ოპოზიცია და მისი მეგობრები არ ენდობიან ცესკო-ს, ეს არის მათი პრობლემა

ცესკო-მ დაამტკიცა, მათ შორის ბოლო – 2021 წლის არჩევნებზე, რომ მას შეუძლია სწორად, გამართულად არჩევნების ჩატარება. სწორედ ეს განაპირობებს საზოგადოების ნდობას საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, თუ რადიკალური ოპოზიცია და მისი მეგობრები არ ენდობიან ცესკო-ს, ეს არის მათი პრობლემა და არა ცესკო-ს პრობლემა.

„რაც მთავარია, [ცესკო-ს მიმართ] ნდობა არის ხალხში, ქართულ საზოგადოებაში, რასაც მათ შორის სოციოლოგიური კვლევები ადასტურებს. თუ რადიკალური ოპოზიცია და მისი მეგობრები არ ენდობიან ცესკო-ს, ეს არის მათი პრობლემა და არა ცესკო-ს პრობლემა. მთავარია, რომ ხალხში ნდობა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ. შესაბამისად, ეს არჩევნებიც ჩატარდება გამართულად. ცესკო-მ დაამტკიცა, მათ შორის ბოლო – 2021 წლის არჩევნებზე, რომ მას შეუძლია სწორად, გამართულად არჩევნების ჩატარება. სწორედ ეს განაპირობებს საზოგადოების ნდობას საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ და ამ ნდობით, კიდევ ერთხელ არჩევნები ჩატარდება ძალიან სწორად“, – აღნიშნა პრემიერმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,231 ნახვა