GD Banner
პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე „ლელოზე“-მათ მოახერხეს საბჭოთა დიქტატის „რესტაილინგი“ და ახალი ტიპის გაციმბირება შემოგვთავაზეს

„მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ ორეულის, პარტია „ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ბოლშევიკურ განცხადებებს აკეთებს, ჩვენ რეფორმებზე ვმუშაობთ“,-ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ჩაკვეტაძემ აღნიშნა „ფაქტია, რომ „ლელოს“ დაკარგული აქვს რეალობის აღქმა“.

მისივე თქმით, როგორც ჩანს მათ აზროვნებაზე კომუნისტურმა წყობამ წარუშლელი კვალი დატოვა.

„ჯერ უკვე მიღებულ სტაჟირების კანონს თავიდან დაგვპირდნენ, შემდეგ ცეცხლოვანი მუსტანგით მოსახლეობის კეთილგანწყობის მოპოვება სცადეს და ბოლოს გადასახლებითაც დაგვემუქრნენ. ე.წ. გაციმბირება შემოგვთავაზეს, როგორც გამოსკოვება და როგორც აღმოჩნდა ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენელი არის კომკავშირის „ტრადიციების“ მიმდევარი. ამ პარტიებისგან გასაკვირი არაფერია და წინა საარჩევნოდ უფრო კომიკურ სიუჟეტებსაც ველოდებით, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ მათ აზროვნებაზე კომუნისტურმა წყობამ წარუშლელი კვალი დატოვა. მათ მოახერხეს საბჭოთა დიქტატის „რესტაილინგი“ და ახალი ტიპის გაციმბირება შემოგვთავაზეს“-აღნიშნა ჩაკვეტაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,229 ნახვა