„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილის თავმჯდომარის ნიკა მელიას მიერ საარჩევნო ნომრის დაანონსებას გამოეხმაურა.
„მაჭუტაძემ [მელიას] დაუთმო [საარჩევნო ნომერი]? მოდი მოვუსმინოთ ამ ხალხს, რაზე შეთანხმდნენ, რა გარიგება იყო. ეს დიდი ამბავი, ეს სენსაცია და პოზიტიური ამბავი როგორ უცებ მოგვახსენეს. როგორ შეთანხმდნენ, ამ ყველაფრის დეტალები გავიგოთ და შემდეგ ვიზეიმოთ, სჯობს. სერიოზული ამბავია და ასე მარტივად ვერ გადავიტანთ ამას. აღნიშვნის საგანია ალბათ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
ინფორმაციისთვის, ნიკა მელიამ საარჩევნო ნომერი დააანონსა, რომელიც ნიკა მაჭუტაძის პარტიას ეკუთვნის. საარჩევნო ნომერი 4 მოძრაობას „სახელმწიფო ხალხისთვის“ ეკუთვნის, რომელიც პაატა ბურჭულაძემ დააარსა, ხოლო პარტიის თავმჯდომარე ნიკა მაჭუტაძეა.