GD Banner
პოლიტიკა

ედიშერ გვენეტაძე “ფორმულას” მიერ ლობისტური კომპანიისთვის გადახდილ თანხებზე – ნახეთ, როგორ ასწრებენ ერთმანეთს ლობისტური ფირმების მოქრთამვაზე სააკაშვილის ოჯახი და ქურდბაცაცა “კეზერა”, რაც “რუსულად” შერაცხილმა, ამერიკულმა “FARA”-ს კანონმა გამოამზეურა!

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის მიერ გასული 6 თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება. ექსპერტის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ოჯახი და დავით კეზერაშვილი, “ერთმანეთს ასწრებენ” ლობისტური კომპანიების მოქრთამვას, რაც საქართველოში რუსულად შერაცხილმა Fara-ს კანონმა გამოავლინა.

“ნახეთ! სად ხარჯავს ქართველი ხალხისათვის და ქართული ჯარისადმი წაგლეჯილ, მოპარულ ფულს ავაზაკი კეზერაშვილი და მისი ხროვა! ნახეთ! სად წავიდა ამ უშუბლძარღვოთა მიერ მოპარული 420 ათასი $! ნახეთ! როგორ ასწრებენ ერთმანეთს ლობისტური ფირმების მოქრთამვაზე სააკაშვილის ოჯახი და ქურდბაცაცა ყოფილი თავდაცვის მინისტრი კეზერა! ეს ფაქტობრივი დანაშაული სწორედ აქაური მუქთამჭამებლების მიერ ვითომდაც “რუსულად” შერაცხილმა, სინამდვილეში კი ამერიკულმა “FARA”- ს კანონმა გამოამზეურა! ამიტომაც აუცილებელია საქართველოში ანალოგიური “FARA”-ს კანონის მიღება, რათა მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან-კრემლიდან, ტაივანიდან, მანჯურიიდან, აშშ-დან, ბრიუსელიდან, პარიზიდან, ლონდონიდან, სომალიდან… ჩვენში ე.წ. უსამშობლო პარტიების, ენჯეოების და ფიზიკური პირებისათვის გადმორიცხული და აქედან მათ მიერ გადარიცხული თანხები გახდეს საჯარო და გამჭვირვალე!” – წერს ედიშერ გვენეტაძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,231 ნახვა