ერთი მხრივ კარგია, სამოქალაქო საზოგადოება იქამდე გაიზარდა, ამბობს, რომ თვითონ გააკეთებს ყველაფერს და რატომ უნდა გააკეთოს სხვამ, მაგრამ მეორე მხრივ, ქვეყანას ოპოზიცია ნამდვილად სჭირდება, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ ვაჟა-ფშაველას ფონდის ხელმძღვანელმა, ლელა რაზიკაშვილმა რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, შეიქმნა მაგალითი, რომ სპეციალისტები, მედპერსონალი, დასხდნენ ხელისუფლებასთან ერთად, მოილაპარაკეს და ეს საკითხი გადაწყდა ყოველგვარი პოლიტიზების გარეშე.
„საზოგადოება მიჩვეულია, რომ როდესაც რაიმე პრობლემა იქმნებოდა, გარბოდა ოპოზიციასთან, წინააღმდეგობის ფრონტი იყო. ახლა ვუყურეთ ძალიან მარტივ მაგალითს, რომ იხილებოდა რესპუბლიკური საავადმყოფოს ძალიან დიდი პრობლემა. ძალიან მტკივნეულად აღიქვა ეს მედპერსონალმა, მნიშვნელოვანი იყო ადამიანებისთვის, ვინც მკურნალობდა იქ და ჰაერში ეკიდა თითქოს ეს თემა. ყველა თემის პოლიტიზება ხდება ხოლმე. დავინახეთ მაგალითი, რომ სპეციალისტები, მედპერსონალი, დასხდნენ ხელისუფლებასთან ერთად, მოილაპარაკეს და ეს საკითხი გადაწყდა. ყოველგვარი პოლიტიზების გარეშე. პოლიტიკური კლასი დარჩა გვერდზე და საკითხი მოგვარდა. ამას ვამბობ, რომ ხდება მხოლოდ ძალაუფლებისთვის ბრძოლა – იქ რა ამბავი მივიტანო, რაღაც ჩავშალო, ძალაუფლება დავიბრუნო, ან ჩავიგდო ხელში. ერთი მხრივ კარგია, სამოქალაქო საზოგადოება იქამდე გაიზარდა, ამბობს, რომ თვითონ გააკეთებს ყველაფერს და რატომ უნდა გააკეთოს სხვამ, მაგრამ მეორეს მხრივ, ქვეყანას ოპოზიცია ნამდვილად სჭირდება. ანტურაჟი კი არ არის, რომ მხოლოდ გარედან დაინახონ, ეს არის ჯანსაღი კრიტიკის, განვითარების მაგალითი, რომ ყოველთვის დაჭიმული იყოს ხელისუფლება, არაფერი შეეშალოს და იაიროს იმ გზაზე, რომელსაც შეგვპირდა, როდესაც ავირჩიეთ“, – აღნიშნა რაზიკაშვილმა.